• September

    12

    2025
  • 49
  • 0
თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დამატებით 27 ოჯახს გადასცა

თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დამატებით 27 ოჯახს გადასცა

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, კიდევ 27 ოჯახს დაუკანონდა.

საბურთალოს, გლდანის, ნაძალადევის, სამგორის, კრწანისის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან გიორგი კობიაშვილთან ერთად გადასცა.

„ვულოცავ ამ ადამიანებს. მათთან ერთად მეც ბედნიერი ვარ. დიდი ხანია ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას. დღეს უკვე გადავეცით საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები. აღნიშნული პროგრამა წარმატებით მუშაობს. ვინც იგივე პრობლემის წინაშე დგახართ, მიმართეთ რაიონულ გამგეობებს. ასეულობით მილიონი ლარის ქონება არის არის გადაცემული კერძო საკუთრებაში, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იყო. აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით 3 300-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. ეს ის ოჯახებია, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში, რომელთა დაკანონებას ამ დრომდე ვერ ახერხებდნენ. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ადგილზე კახა კალაძესთან ერთად აღნიშნული გამგეობების გამგებლები და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor