• September

    12

    2025
  • 69
  • 0
კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში უკრაინიდან „ჰექსოგენის“ შემოტანის ფაქტთან ოპოზიციის კავშირს არ გამორიცხავს

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში უკრაინიდან „ჰექსოგენის“ შემოტანის ფაქტთან ოპოზიციის კავშირს არ გამორიცხავს

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების, „ჰექსოგენის“ შემოტანის ფაქტთან ოპოზიციის კავშირს.

როგორც დღეს დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველაფერი დასაშვებია, უსამშობლო ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან.

„ყველაფერი დასაშვებია იმის გათვალისწინებით, თუ რა ძალა ებრძვის ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს. ვიცით, რომ უსამშობლო ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან. მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც ქართველი ხალხი, არც ქვეყნის ხვალინდელი დღე. შესაბამისად, მე არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას, ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გამორიცხული არაფერია“, – აღნიშნა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ამასთან, აღნიშნულ ფაქტთან ბაჩო ახალაიას შესაძლო კავშირის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მას არ უნდა კონკრეტული სახელებითა და გვარებით საუბარი, საზოგადოება გამოძიებას უნდა დაელოდოს.

„არ ვიცი, დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები უფრო მეტ დეტალს ფლობენ აღნიშნულთან დაკავშირებით, იმ მუქარებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვისმენდით ბოლო თვეების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გაეცემა პასუხი და ყველაფერს მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში. არ მინდა კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული სახელებითა და გვარებით საუბარი, დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor