• September

    12

    2025
  • 43
  • 0
ადვოკატის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ბრალის წარდგენა გადაიდო, თუმცა უცნობია,ზუსტად როდის მოხდება ეს

ადვოკატის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ბრალის წარდგენა გადაიდო, თუმცა უცნობია,ზუსტად როდის მოხდება ეს

ადვოკატის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს და ის სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ უფლებადამცველმა, დიმიტრი ხაჩიძემ კლინიკა “ჰელსიკორში” შესვლამდე მედიასთან განაცხადა.

ადვოკატი ამბობს, რომ უცნობია, როდის წარუდგენენ ჯუანშერ ბურჭულაძე ბრალს.

ამასთან, ხაჩიძე განმარტავს, რომ მისთვის უცნობია, რატომ გადაიდო ბრალის წარდგენა.

,,ბრალის წარდგენა გადაიდო. ზუსტი საათი არ ვიცით. ამისთვის ვადა არის 48 საათი. დრო იწურება ხვალ სადღაც შუადღისას. ბრალდების მხარის გადასაწყვეტია, როდის წარუდგენენ, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ველოდებით მათ”, – განაცხადა ხაჩიძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი  დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. მას 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, ადვოკატები აცხადებენ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ტვინის შერყევა აქვს. ის კლინიკა „ჰელსიკორშია“ მოთავსებული.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor