• September

    13

    2025
  • 197
  • 0
დათო ლორთქიფანიძე : ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი განსაცდელი აგვარიდა – „დანის პირზე გავდივართ“, მაგრამ სიმშვიდე შენარჩუნდება”

დათო ლორთქიფანიძე : ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი განსაცდელი აგვარიდა – „დანის პირზე გავდივართ“, მაგრამ სიმშვიდე შენარჩუნდება”

ბატონი დათო ლორთქიფანიძე – „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ყოველთვის გამოირჩეოდა სახელმწიფოებრივი აზროვნებითა და პრინციპული პოზიციებით. მისი გულწრფელი და ხისტი შეფასებები მრავალი წლის განმავლობაში, ხშირად განსაზღვრავდა საზოგადოებრივ დისკუსიებს. დღევანდელი ინტერვიუც სწორედ ამ ტრადიციის გაგრძელებაა. ის ეხება, როგორც უსაფრთხოების საკითხებს, ისე კრიმინალთან ბრძოლას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც, როგორც თავად, ბატონი დათო აღნიშნავს, „დანის პირზე სიარულს“ ჰგავს.

ეს ინტერვიუ ნათლად აჩვენებს დათო ლორთქიფანიძის გამოცდილებას, მის სახელმწიფოებრივ მიდგომას და ერთგულებას ქვეყნის სტაბილურობისადმი, როგორც ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, დათო ლორთქიფანიძე ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს ინტერესების ერთგულებით. მისი შეფასებები, იქნება ეს უსაფრთხოების საკითხები თუ პოლიტიკური პროცესები, ყოველთვის ეფუძნება პატრიოტულ ხედვას და პასუხისმგებლობით მიდგომას.

ბატონი ლორთქიფანიძის მოსაზრებები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლის განხილვისას, რადგან მისი სიტყვები ზუსტად ასახავს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას და იმ გზებს, რომლითაც ამ გამოწვევების დაძლევა არის შესაძლებელი.

-ბატონო დათო, მოდით, საუბარი დავიწყოთ იმ ფაქტით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო დღეებში აქტუალური თემა გახდა. უკრაინიდან ძალზე სახიფათო ნივთიერება საქართველოში შემოიტანეს. როგორ აფასებთ სახელმწიფოს დღევანდელ რეაგირებას და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა მსგავსი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ ?

-ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინიდან ძალზე სახიფათო ნივთიერება უკრაინის მოქალაქეებმა შემოიტანეს, ბუნებრივია, ძალიან ცუდი ფაქტია და ეს არანაირად არ უწყობს ხელს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს. მართალია, შემომტანები დანაშაულს აღიარებენ და იქვე ამბობენ, რომ ეს ნივთიერება საბოლოოდ რუსეთში უნდა შესულიყო და იქ უნდა გამოეყენებინათ უკრაინული სპეცოპერაციისთვის, მაგრამ არ მგონია, ეს სიმართლეს შეესაბამებოდეს.

საქართველოში, კონკრეტულად თბილისში, „მაგრად იმუშავებდა“ და დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი განსაცდელი აგვარიდა. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და აქედან მივულოცავ მამუკა მდინარაძეს ამ უსერიოზულეს გამოწვევაში ნდობის გამოცდას.

უბრალოდ, უკრაინელებმა გადაწყვიტეს, საქართველო „აღარ გაებრაზებინათ“, მაგრამ ფაქტია, რომ ასაფეთქებელი საქართველოშია. მარტივია დაინახო, რომ 2,5 კილოგრამი რუსეთისთვის ძალზე ცოტაა.

დამაფიქრებელია, რომ აქ კვალი მიდის „ნაც. ხელისუფლების“ ოდიოზურ ფიგურასთან – ახალაიასთან. მოკლედ, ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო ამბავი წინ გველოდება.

-ვხედავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის დროს სამართალდამცავი ორგანოების გააქტიურებას. რას მიაწერთ ამ პროგრესს და რა ცვლილებებია საჭირო, რომ კრიმინალთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახდეს ?

-ამ ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი გელაძე გახდა, აშკარად იგრძნობა კრიმინალის, განსაკუთრებით, ნარკოდანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება, რაც იმედს უსახავს საქართველოს შეგნებულ მოსახლეობას.

რაც შეეხება პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების გააქტიურებას, ჩემი აზრით, კრიმინალთან რიცხობრივად კი არა, გამჭრიახობით უნდა მოხდეს გამარჯვება, რასაც ყოველდღიურად აკეთებს შსს-ს მთელი სისტემა.

ქართული პოლიცია კარგ ფორმაშია და აშკარად ტონუსიც მზარდია.

-როგორ შეაფასებთ მსოფლიო პოლიტიკურ კონტექსტს და მის გავლენას საქართველოზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ვსაუბრობთ პროვოკაციებსა და აგრესიაზე ?

-მსოფლიო პოლიტიკაში საკმაოდ არაორდინარული, ექსცესებით გაჯერებული დროა. მარტო ის რად ღირს, რომ ამ დღეებში გერმანიაში, დიახ, დაუჯერებელია, მაგრამ სამწუხარო ფაქტია – 16 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გარდაიცვალა მიყოლებით. აი, გუშინ ამერიკაში სიცოცხლეს გამოასალმეს კონსერვატიული იდეების ერთგული და ტრამპის თანამოაზრე ჩარლი კირკი. ანუ ლიბერალები ყველაფერს ცდილობენ, რომ სადაც ხელი მიუწვდებათ, ყველგან არიონ სიტუაცია.

ამ გადმოსახედიდან ის პროვოკაციებიც, რასაც ქართველი „აკაცუკები“ სჩადიან კახი კალაძის შტაბის წინ, ამავე ლოგიკას ეკუთვნის.

აბა, რა შეიძლება დავარქვათ იმას, როცა რამდენიმე დღის წინ, შტაბის გახსნის შემდეგ, მოხდა ისე, რომ შენობიდან ერთად გამოვედით მე და სოსო რობაქიძე, ბუტას მამა, და როგორც კი დაინახეს პოლიციის კორდონის მეორე მხარეს მდგომმა პროტესტანტებმა, მათ გამოეყო ერთი ნიღბიანი უსინდისო, რომელმაც სოსო რობაქიძეს დაუძახა „შე აფერისტოო“ და საშინელი ლექსიკით დედა შეაგინა…ამას მოჰყვა მასთან ერთად მყოფი რამდენიმე ათეული „აკაცუკის“ ხმაური. სოსოსაც ბუნებრივი, ქართველკაცური რეაქცია ჰქონდა. აბა, კაცს, რომ ერთადერთ უდანაშაულო, უპატიოსნესს შვილს მოუკლავ, მერე ბანდიტად შეასაღებ, ნახევარი საათი სასწრაფოს არ მიუშვებ ( როგორც გაირკვა, მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა ) , ვაკის პოლიციიდან ავტომატებს მოიტან და წესიერ ბიჭებს ჩაუდებ, მოუწყობ სიუჟეტს, თითქოს ბანდიტები იყვნენ, ამის შემდეგ კიდევ შვილმოკლულ მამას აგინებ…საერთოდ რაზეა საუბარი ?

დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს სერიოზული პროვოკაციის მოსაწყობად აკეთებენ, რომ როგორმე სისხლი დაღვარონ. უბრალოდ, მე იქ ვიყავი, სოსოც. ჩვენ თითქმის 30-წლიანი მეგობრობით ვართ დაკავშირებულნი, მე წამოვიყვანე იქიდან. იმ ღამეს ვის არ ეუზრდელეს, ვის არ აგინეს…ზოგადად, ქართული ფენომენისათვის მიუღებლად იქცევიან და აგრძელებენ იგივეს.

-დაბოლოს, თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რომ პროვოკაციები და დაძაბულობა არ გადაიზარდოს სერიოზულ ექსცესებში, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის წინ ?

-ამ საფრთხიდან გამომდინარე, ჩვენს ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს. როგორც იტყვიან, „დანის პირზე გავდივართ“.

დარწმუნებული ვარ, პრემიერისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მცდელობით სიმშვიდე შენარჩუნდება და 4 ოქტომბერს ოპოზიცია ვერანაირ ექსცესებს ვერ მოაწყობს.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor