• September

    16

    2025
  • 91
  • 0
ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა, როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა, როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

რაც არ უნდა ლამაზ სიტყვებს ამოეფარონ და საკუთარი განცხადებების გამართლება სცადონ, ფაქტია, ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავის მართლების მცდელობას ყველამ თავი დაანებოს, როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი პასუხისმგებლობას გაექცეს, ვერ გაექცევა.

„რაც არ უნდა ლამაზ სიტყვებს ამოეფარონ და საკუთარი განცხადებების გამართლება სცადონ, ფაქტია, ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა. რა არის ხელისუფლების დამხობა, რა შედეგები მოიტანა ხელისუფლების დამხობამ, ეს საქართველომ 90-იან წლებში საკუთარ ტყავზე კარგად იხილა. თავის მართლების მცდელობას ყველამ თავი დაანებოს. როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს, რომ ეს ადამიანი პასუხისმგებლობას გაექცეს, ვერ გაექცევა. რა მტკიცებულებები აქვს ბრალდების მხარეს, ამას საზოგადოება სასამართლოში ნახავს, მაგრამ იმაზე საუბარი, რომ ხაბეიშვილი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, ტყუილია. პოლიტიკოსობა პასუსისმგებლობის თავიდან არიდებას და ინდულგენციას არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენა არ ეხება. პირიქით, როგორც პოლიტიკოსს მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ფრთხილი განცხადებები გააკეთოს, რადგან ამ ქვეყანას არეულობა, დაპირისპირება ახსოვს. ამ თემას არავინ უნდა ეთამაშოს, როცა კანონი ასე ღიად ირღვევა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor