• September

    16

    2025
  • 158
  • 0
სანდრო ბრეგაძე : ,,ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ საქართველოს გამყიდველებს”

სანდრო ბრეგაძე : ,,ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ საქართველოს გამყიდველებს”

,,ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე არის გამჭრიახი და ეროვნული მენტალობის მატარებელი ფიგურა ქართულ პოლიტიკურ ასპარესზე, ადამიანი, რომელიც ყოველთვის ხმამაღლა და თამამად იძახის იმას, რასაც ფიქრობს. ბრეგაძისთვის ზედმეტია დიპლომატია, მაშინ, როცა, მისი აზრით, ქვეყნის ინტერესებია საფრთხეში.

სანდრო ბრეგაძის გამბედაობა და მყარი რიტორიკა ბევრისთვის საინტერესო და საგულისხმოა, მიუხედავად იმისა, რომ მის მოსაზრებებს ლიბერალები ხშირად აკრიტიკებენ. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც ბატონი სანდროს პოზიცია გადმოცემულია მკვეთრად და ერთმნიშვნელოვნად.

-თქვენ ამბობთ, რომ ,,ნაცების” აგენტურული კავშირები, ფულადი სარგებლობა და ღალატი უწყვეტ ხასიათს ატარებს. როგორ ხედავთ სამართლებრივი რეაგირების გზებს ამ შემთხვევებში ?

-დიდი ზვიად გამსახურდიას დამხობა და მკვლელობაში თანამონაწილეობა ეყოფა საუკუნო ცოდვად ხოშტერიების ბინძურ-მოღალატე ოჯახს

9 მილიონი რუსული რუბლი ჩაურიცხა კრემლმა ამ შთამომავლობით მოღალატე არსებას და კიდევ სხვას ეძახის რუსეთის აგენტს.

გუშინ იყო და ცოცხალი მძორი მამამისი გოგია ხოშტარია – КГБ – ს ნომრიანი აგენტი, კიტოვანის მარჯვენა ხელი და ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორი ანგრევდა ქვეყანას.

დღეს მოღალატეობრივი ესტაფეტა შვილმა ლяკამ გადაილოცა და უცხოური ფულის სანაცვლოდ ის ღალატობს სამშობლოს.

ხვალ ლяკას შთამომავლობა გააგრძელებს სამშობლოს ღალატს.

ჩვენ კი უნდა ვუცქიროთ ამ უსამშობლო, დედიან-მამიანად მოღალატე, ბინძური გამყიდველების დინასტიებს და უდრტვინელად ავიტანოთ ეს ჭუჭყი და ნაგავი.

არა და არა, დებო და ძმებო – ამ დინასტიით მოღალატეთა თარეში ისევ ჩვენ, მხოლოდ ჩვენ, ქართველი ერის ეროვნულმა უმრავლესობამ უნდა დავასრულოთ.

ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ საქართველოს გამყიდველებს.

მათთვის, ვისი ქმედებებიც ქვეყნის ინტერესებს ვნებს, არ უნდა იყოს გამორიცხული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხის გაცემა, თუმცა, ეს პასუხი უნდა იყოს კანონის ფარგლებში, გამჭვირვალედ და საჯაროდ.

-რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს პრობლემა სისტემურად გადამდებია ? თქვენ საუბრობთ მის გაგრძელებაზე მომავალი თაობების თვალსაზრისით. რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პოლიტიკურად და იდეურად აღარ გაგრძელდეს ?

-საქართველო არასდროს დაივიწყებს თავის ისტორიულ ღირებულებებსა და იმ ღალატს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელდა.

არსებობენ ადამიანები და დინასტიები, ამას მტკიცედ ვამბობ, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ თანამონაწილეობა სახელმწიფო გადატრიალებასა თუ სხვა მავნე ქმედებებში. მათ ქმედებებს უნდა მოჰყვეს სრული გამჭვირვალობა და სამართლებრივი რეაგირება. არც ერთი პირი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ იმ საქმეებისთვის, რომლებიც ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

ჩემთვის მთავარი სიმართლის მიტანაა ხალხამდე. შეიძლება ჩემი ფორმა ზოგისთვის მწვავე იყოს, მაგრამ არსი არის პასუხისმგებლობის მოთხოვნა.

ჩვენ არ მოვითმენთ სამშობლოს გაყიდვას, ან უცხოური გავლენის ძალადობრივ გამოვლენას. თუმცა, ყოველივე ეს უნდა გატარდეს კანონიერ და მყარ სამართლებრივ ჭრილში. მე მჯერა, რომ ლიდერობამ და ინსტიტუტებმა კანონით უნდა იმოქმედონ და არა შურისძიებით.

-ხშირად თქვენს მიმართ ისმის კრიტიკა, რომ თქვენი რიტორიკა მწვავეა და საზოგადოებაში ემოციურ მღელვარებას იწვევს. როგორ პასუხობთ მათ, ვინც ამბობს, რომ ასეთი ენის გამოყენება ხელს არ შეუწყობს თანამშრომლობას ?

-არსებობს კონკრეტული მექანიზმები : გამოძიება, საჯარო აუდიტი, საგამოძიებო შედეგების საჯაროდ გამოქვეყნება და სამართლებრივი პასუხის მოთხოვნა. თუ აღმოჩნდება უცხოური დაფინანსება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს, აუცილებელია, რომ კორუფციასთან საბრძოლველი ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე – არა ხმაური და ყვირილი, არა ფარული მიზნები, არამედ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

-ბატონო სანდრო, თქვენს ბოლო გამოსვლებში მკვეთრად გამოხატავთ პროტესტს იმ ოჯახებისა და პირების მიმართ, რომლებიც, თქვენი მტკიცებით, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. როგორ აღწერდით თქვენს პოზიციას მოკლედ ?

-ეს პრობლემები, არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდებს ეხება, არამედ მათი გავლენა ვრცელდება საზოგადოებრივ ინსტიტუტებზეც.

აუცილებელია განათლების სისტემისა და პოლიტიკური კულტურის გაძლიერება, გამჭვირვალობის გაზრდა, პარტიული დაფინანსების მკაცრი კონტროლი და კანონის წინაშე თანასწორი პასუხისმგებლობა.

ირაკლი მაისურაძე

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor