• September

    17

    2025
  • 51
  • 0
ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, თუმცა თანხის გადახდაზე უარს აცხადებს

ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, თუმცა თანხის გადახდაზე უარს აცხადებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

პროცესი 13:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა საქმის განხილვა 15:30 საათზე დაიწყო, რადგან ელენე ხოშტარიამ ადვოკატზე და, ზოგადად, დაცვის უფლებაზე თქვა უარი, სასამართლომ კი მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. ელენე ხოშტარიამ სახაზინო ადვოკატზეც უარი განაცხადა და მასთან იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა.

ხოშტარია არც სასამართლო პროცესს დასწრებია.

მოსამართლემ პროცესზე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოცხადდა ხოშტარია პროცესზე.

გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა.

ამასთან, როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, „ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას“.

სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor