
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
სერგეი ლავროვი – კიევი „ომის პარტიის“ აზრით ხელმძღვანელობს, ევროპაში, ასევე ამერიკაში არიან პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კონგრესში, რომლებიც ამ პარტიას მიეკუთვნებიან
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ოფიციალური კიევი „ომის პარტიის“ პოზიციით ხელმძღვანელობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებულ უცხოელი ელჩებისთვის გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე განაცხადა.
„ვხედავთ, რომ კიევი „ომის პარტიის“ აზრით ხელმძღვანელობს. ევროპაში, მაგრამ ასევე ამერიკაში არიან პოლიტიკოსები, განსაკუთრებით კონგრესში, რომლებიც ამ პარტიას მიეკუთვნებიან“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპა ცდილობს, უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მაგიდასთან ადგილი დაიმკვიდროს, თუმცა, მისი პოზიციიდან გამომდინარე, „იქ არაფერი ესაქმება“.
„ევროპა აშკარად ცდილობს, საკმაოდ თავხედურად დაიმკვიდროს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუმცა იმ პოზიციიდან, რომელსაც ის აცხადებს – რევანშიზმს და რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებას, მოლაპარაკებების მაგიდასთან, რა თქმა უნდა, არაფერი ესაქმება“, – განაცხადა ლავროვმა.





