• September

    17

    2025
  • 41
  • 0
ევროკომისიამ ისრაელის წინააღმდეგ სანქციები წარადგინა, ინიციატივა ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს

ევროკომისიამ ისრაელის წინააღმდეგ სანქციები წარადგინა, ინიციატივა ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს

ევროკომისიამ ისრაელის წინააღმდეგ სანქციები წარადგინა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების, სამხედრო ოპერაციის გააქტიურებისა და დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების შენების გეგმის შესრულების გაგრძელების გამო.

სანქციები ითვალისწინებს ისრაელსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულების შეჩერებას, ასევე „ექსტრემისტი მინისტრების, დასავლეთ სანაპიროზე მოძალადე ახალმოსახლეებისა და „ჰამასის“ წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას“.

ევროკომისია ასევე აჩერებს ისრაელის მიმართ ორმხრივ მხარდაჭერას, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მუზეუმის, იად ვაშემის მხარდაჭერის გარდა. ეს ეხება 2025-2027 წლის დახმარებას, ასევე თანამშრომლობის მიმდინარე პროექტებს და ევროკავშირი-ისრაელის რეგიონული თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს.

ევროკომისიის მიერ ინიციატივის წარდგენა მოხდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა შეისწავლა ისრაელის მიერ ასოცირების შეთანხმების მეორე მუხლის პირობების დაკმაყოფილება და დაადგინა, რომ ისრაელის მთავრობის ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევას. ეს ევროკავშირს ანიჭებს უფლებას, შეთანხმება ცალხმრივად შეაჩეროს.

ასოცირების შეთახმების სავაჭრო დებულებების შეჩერების გადაწყვეტილება საბოლოოდ ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, რომელსაც ამისთვის ხმათა კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, ევროკომისია გამოდის წინადადებით, სანქციები დაუწესდეს ცხრა პირს, მათ შორის ორ მინისტრს – ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირსა და ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმოტრიჩს, და დასავლეთ სანაპიროს ახალმოსახლეებს, ასევე „ჰამასის“ პოლიტბიუროს 10 წევრს. პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღოს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor