• September

    18

    2025
  • 36
  • 0
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საზოგადობერივი უსაფრთხოების მინისტრთან გამართა შეხვედრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საზოგადობერივი უსაფრთხოების მინისტრთან გამართა შეხვედრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადობერივი უსაფრთხოების მინისტრთან, ვანგ სიაოხუნგთან შეხვედრა გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ.

„გეკა გელაძემ და ვანგ სიაოხუნგმა დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის, აქტიურად გააგრძელოს მუშაობა ჩინელ კოლეგებთან ერთად, რათა თანამშრომლობის არსებული მექანიზმები კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტიანი გახდეს. მხარეებმა ასევე გამოხატეს მზაობა, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. შეხვედრის დასასრულს გეკა გელაძემ ჩინელ კოლეგას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor