• September

    18

    2025
  • 78
  • 0
სამართალდამცველებმა კახეთში 1 337 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს, დაკავებულია ხუთი პირი

სამართალდამცველებმა კახეთში 1 337 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს, დაკავებულია ხუთი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის  ჯგუფურად, უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების, აღნიშნულ დანაშაულში დახმარების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის  ფაქტებზე ხუთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული ლ.მ., 1989 წელს დაბადებული დ.მ., 2001 წელს დაბადებული რ.ჩ.; 2003 წელს დაბადებული ხ.ს. და 1978 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ. ჩ.

„დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მათ დროებით სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში, ნარკოტიკული საშუალების  შემცველი მცენარე „კანაფის“-ს უკანონო დათესვა – მოყვანასა და  კულტივირებას ეწეოდნენ, შემდგომ კი  მცენარე „კანაფს“-ს,   საცხოვრებელ სახლში, სპეციალურ მოწყობილ სათავსოში აშრობდნენ.

სამართალდამცველებმა  სასოფლო – სამეურნეო  მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული  საშუალების შემცველი მცენარე „კანაფის“ 1 337 ძირი ნივთმტკიცებად ამოიღეს , ასევე, ამოღებულია  განსაკუთრებით დიდი ოდენობით  გამომშრალი „მარიხუანა“ და „მარიხუანას“ დაფასოებისთვის განკუთვნილი სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  260-ე, 260-ე კვარტა, 25-265-ე პრიმა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor