• September

    18

    2025
  • 73
  • 0
ირაკლი კობახიძე წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მერობის კანდიდატ გუბა საჯაიას, პარტიის აქტივს და მხარდამჭერებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მერობის კანდიდატ გუბა საჯაიას, პარტიის აქტივს და მხარდამჭერებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა, სადაც მერობის კანდიდატს, გუბა საჯაიას, პარტიის აქტივს და მხარდამჭერებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ, პარტიის წევრებთან ერთად, განიხილა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისი და წინასაარჩევნო გარემო. საუბარი შეეხო როგორც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ისე მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წალენჯიხაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს, ვინაიდან ეს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელშიც გასულ მუნიციპალურ არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor