• September

    22

    2026
  • 15
  • 0
შსს-მ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა, მათ შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

შსს-მ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა, მათ შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, მათ შორის 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამართალდამცველებმა თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში, ბრალდებულების ხელბარგისა და პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 150 გრამზე მეტი „კოკაინი“, „მეთილფენიდატი”-სა და „კოდეინის“ 359 აბი, 206 აბი ,,პრეგაბალინი“ და 17 აბი „ლირიკა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor