• September

    22

    2025
  • 34
  • 0
დონალდ ტრამპს ქვეყნები კიდევ ერთხელ აერია და განაცხადა, რომ კამბოჯა-სომხეთის ომი შეაჩერა

დონალდ ტრამპს ქვეყნები კიდევ ერთხელ აერია და განაცხადა, რომ კამბოჯა-სომხეთის ომი შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ქვეყნები კიდევ ერთხელ აერია და განაცხადა, რომ კამბოჯა-სომხეთის ომი შეაჩერა.

როგორც ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კამბოჯასა და სომხეთს შორის ომის დასრულება მისი დამსახურება იყო.

ტრამპის თქმით, კონფლიქტს შეიძლებოდა, საშინელი შედეგები მოჰყოლოდა.

„ჩვენ გვყავს კამბოჯა, სომხეთი. გვყავს კოსოვო, სერბეთი, ისრაელი, ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია. ეს სილამაზეა. მათ ეთიოპიაში ის პატარა კაშხალი ააშენეს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი კაშხალია“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპს ადრეც არაერთხელ შეეშალა და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულრებაზე საუბრისას სომხეთის ნაცვლად, ალბანეთი ახსენა.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სატრანზიტო დერეფნის შექმნას მოიცავს. შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ეწოდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor