• September

    22

    2025
  • 45
  • 0
თენგიზ შარმანაშვილი – ამბობენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში, მაგრამ რევოლუციურ სცენარს შევუერთდებითო, ეს მათი გადალაგებები კრახით დასრულდება

თენგიზ შარმანაშვილი – ამბობენ, რომ მონაწილეობას მიიღებენ არჩევნებში, მაგრამ რევოლუციურ სცენარს შევუერთდებითო, ეს მათი გადალაგებები კრახით დასრულდება

ჩვენ გამარჯვებისთვის ყველა მუნიციპალიტეტში ვემზადებით. ეს ყველაფერი მათი შიდა გარჩევები თუ თამაშებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ საღამოს, რევოლუციურ სცენარს შევუერთდებითო“.

ეს მათი გადალაგებებია, რომელიც კრახით დასრულდება, რადგან ქართველი ხალხი ასეთ მოთამაშეებს და ასეთ არასერიოზულ ხალხს მხარს არ დაუჭერს. შიდა დაძაბულობები ყოველთვის იყო. მათი ნებისმიერი გაერთიანება და ერთობა ყოველთვის ხელოვნური იყო. ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, თანამშრომლობა არ შეუძლიათ. საპარლამენტო არჩევნების წინ უბრძანეს, მემორანდუმები მოიფიქრეს და ხელი მოაწერეს. როცა ერთად იყვნენ, ერთმანეთს მაშინაც ჭამდნენ. წარმოიდგინეთ, ესენი ერთად კოალიციურ მთავრობაში რომ იყვნენ, საქართველოში როგორი ქაოსი იქნებოდა? ამ ადამიანებს დიალოგის რესურსი არ აქვთ, არათუ ხელისუფლებასთან, არამედ ერთმანეთთან. მათი ინტელექტი ასეა მოწყობილი, რომ მუდმივად კონფლიქტების პროვოცირებით არიან დაკავებული. საქართველოში დესტაბილიზაციას სწორედ ასეთი ადამიანებით აპირებენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor