• September

    23

    2025
  • 196
  • 0
ექსკლუზივი : ზურაბ ხაჩიძე – ,,დიფ-სთეითს“ თავისი სცენარი ექნება, თუმცა უნდა იყოს ნათელი ყველასთვის, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს სათანადო პასუხი გაეცემა” !

ექსკლუზივი : ზურაბ ხაჩიძე – ,,დიფ-სთეითს“ თავისი სცენარი ექნება, თუმცა უნდა იყოს ნათელი ყველასთვის, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს სათანადო პასუხი გაეცემა” !

ბატონი ზურაბ ხაჩიძე არა მხოლოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მე – 9 მოწვევის პარლამენტის წევრია, არამედ იმ ადამიანთა რიგში დგას, ვისაც განსაკუთრებული სიყვარული და ერთგულება გააჩნია საკუთარი ქვეყნისა და მისი მომავლის მიმართ. იგი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელია და სწორედ ამ სტატუსით ამაყობს კიდეც, რადგან ეს არჩევანი ქვეყნის სტაბილური განვითარებისადმი ერთგულების და მშვიდობისადმი უდიდესი პასუხისმგებლობის გამოხატულებაა.

ბატონი ზურაბი საზოგადოებაში ცნობილია, როგორც გულწრფელი, კეთილი და ღირებულებებზე დაფუძნებული პიროვნება, რომლის სიტყვებიც ყოველთვის ატარებს პატრიოტულ და ადამიანურ ტონალობას.

ჩვენი ექსკლუზიური ინტერვიუ სწორედ ამ განწყობით არის გაჯერებული – პოზიტიური შეფასებებით, გულწრფელი სურვილებით და მომავლის მიმართ დიდი იმედით.

-ბატონო ზურაბ, როგორც მმართველი გუნდის ერთგული მხარდამჭერი, როგორ შეაფასებთ „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებს და რას მიიჩნევთ მათ მთავარ წარმატებად ?

-ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავ, რომ მმართველი პარტიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელიც ვარ. ნებისმიერი პროგრამის განხორციელებას სჭირდება სტაბილური და მშვიდი გარემო, სწორედ მშვიდობაა მთავარი მიღწევაც და წარმატებაც. ამ პირობებში გახდა შესაძლებელი სხვადასხვა სახის, მათ შორის სოციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელება.

ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა, ახალგაზრდული სტარტაპების რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა, წლების განმავლობაში ეტაპობრივად შემცირდა უმუშევრობის დონეც. სოციალური მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა იმ მხარდაჭერის გაძლიერება, რაც დაუცველ ჯგუფებს, ახალგაზრდებსა და რეგიონებს ეხება.

რეგიონალურ ჭრილში კი, საქართველო დღეს უკვე აღიქმება, როგორც სტაბილური და ურყევი განვითარების გზაზე მდგომი სანდო პარტნიორი, რომელიც საკვანძო როლს ასრულებს შუა დერეფნის პროექტში.

-დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია არჩევნების დღეს გადატრიალების სცენარებზე საუბრობს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია მათი რადიკალური გეგმები და როგორ უნდა უპასუხოს მათ საზოგადოებამ ?

-გულდასაწყვეტია, რომ სამშობლოს სამსახურის ნაცვლად, რადიკალური ოპოზიციის ფლანგის წარმომადგენლები სხვა სახელმწიფოთა ინტერესებს ემსახურებიან. საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოება დიდი პოლიტიკური სიმწიფით გამოირჩევა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამტარებელთა მხარეს დგომას ირჩევს.

ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში კარგად გამოჩნდა.

რევოლუციის მსურველთა რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე მკვეთრად მცირდება. დღესდღეობით დარჩენილი მხოლოდ ის ბირთვია, რომელიც ხელფასითაა მიბმული ე.წ. „დიფ-სთეითის“ მიერ მართულ უცხოურ ორგანიზაციებზე.

რამდენიმე დღეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და სწორედ იქ გამოჩნდება საზოგადოების მყარი, ცივილური პასუხი.

რა თქმა უნდა, „დიფ-სთეითს“ თავისი სცენარი ექნება, თუმცა უნდა იყოს ნათელი ყველასთვის, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს სათანადო პასუხი გაეცემა.

-როგორც ყოფილ დეპუტატს და ამავდროულად, საზოგადოებაში კარგად ცნობილ პიროვნებას, რა გზავნილი გსურთ გაუგზავნოთ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ქვეყნის მომავლის შექმნაში ჩართულები არიან ?

-თანამედროვე მსოფლიო წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლება. დღეს არავინ იცის, საბოლოოდ როგორ სახეს მიიღებს სახელმწიფოთაშორისი და სოციალური ურთიერთობები. შესაძლოა, ახალი სახელმწიფოების წარმოქმნა, არსებებულების გაქრობა ან შერწყმა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში სულ უფრო დიდი დოზით იჭრება ხელოვნური ინტელექტი და უამრავი სხვა ცვლილება.

ასეთ ტურბულენტურ გარემოში, ჩვენი პატარა სახელმწიფოს და მცირერიცხოვანი ერისთვის მთავარი სასურველი ჯერ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაა. მიღწეულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს მუდმივად სჭირდება შენარჩუნება.

ახალგაზრდებს კი ვუსურვებ, ერთგულებაზე, რწმენასა და სისუფთავეზე ააგონ საკუთარი პროფესიონალიზმი.

ეს სამყარო ნებისმიერ პრობლემას დაძლევად გამოწვევად აქცევს. ასევე, განსაკუთრებულ სურვილად რჩება, რომ ქართული ტრადიციები და ღირებულებები ახალ თაობაში საუკეთესო კუთხით გადაეცეს და წარმოჩინდეს.

P.S. ზურაბ ხაჩიძის პასუხებიდან კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ ქვეყნისადმი ერთგულება და ადამიანური სითბო მისთვის ხელჩაკიდებულია. მისი გზავნილი მარტივია, თუმცა ძალზე ღრმა : მშვიდობა, სტაბილურობა და ქართული ღირებულებები – სწორედ ეს არის ის საყრდენი, რაც საქართველოს დღევანდელ წარმატებასა და ხვალინდელ მომავალს უზრუნველყოფს.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor