
ფაზისის აკადემიის სამეცნიერო სესიაზე გენერალ-მაიორმა, დავით გულუამ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე საზოგადოებას მნიშვნელოვანი პოზიციები გააცნო
ორიოდე დღის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა ფაზისის აკადემიის XXVII სამეცნიერო სესია.
სესიას უხელმძღვანელა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა, დოქტორმა გია კვაშილავამ.
აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალ-მაიორმა, ვიცე-ადმირალმა, დავით გულუამ წაიკითხა მოხსენება თემაზე „აფხაზეთის კონფლიქტი და მისი მოგვარების შესაძლო გზები“.
დისკუსიაში მონაწილეები იყვნენ ფაზისის აკადემიის წევრები : ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი თემურ ჩილაჩავა; პროფესორი მურმან კვარაცხელია; დოქტორი სიმონ ზაქარაია; დავით ქობალია; თემურ ყალიჩავა.
ასევე მონაწილეობა მიიღო : პროფესორმა გიგლა გობეჩიამ; ნიკოლოზ მებაღიშვილმა; ოთარ შენგელიამ; გოგი ტორჩუამ; გია შერვაშიძემ და სხვებმა.
სესიას ესწრებოდნენ ფაზისის აკადემიის წევრები: გია კვაშილავა ( ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი ), ელგუჯა მგელაძე ( ფაზისის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ) , თემურ ჩილაჩავა ( ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ) , ეკა კარტოზია ( ფაზისის აკადემიის სწავლული მდივანი ) , ანზორ აბრალავა ( საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ), გელა ყიფიანი, მარინე ქურდაძე, დავით ჯალაღონია ( სსუ-ს კანცლერი ), ნანა სოლომონია, ზურაბ ჩაგუნავა, ოთარ შონია, ლუარა ჭანტურია, მაია მახარაშვილი, სიმონ ზაქარაია, თემურ ყალიჩავა, თეა კუჭუხიძე, ანი ტაბატაძე, ელინა ქრისტესიაშვილი, ქეთევან გოდერძიშვილი, ვახტანგ მაღარაძე, ია მშვიდობაძე, ამირან თალაკვაძე, ვაჟა ნადირაშვილი, მურთაზ ბაღდავაძე, ნანა შალამბერიძე, ავთანდილ ხაზალია, გურამ ოდიშარია, მამუკა ჭანტურაია, დავით ქობალია, მურმან კვარაცხელია, ნათელა ფოფხაძე, დავით არჩვაძე, თამარ ასანიშვილი, ჯუმბერ ბეჭვაია, დავით ნაჭყებია, ირინა ასათიანი, დავით გეფერიძე, გივი შანიძე, ელგუჯა ჩიტაძე და მოწვეული სტუმრები : დავით შემოქმედებელი, თემურ ვეკუა, ნიკოლოზ მებაღიშვილი, ნატალი ფინთიხაშვილი და სხვები.
განსაკუთრებით აღსანიშნავია გენერალ დავით გულუას მოხსენება, რომლითაც მან იქ დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვან და ახალ გზებზე მოუთხრო.
გვინდა ჩვენს მკითხველს შევახსენოთ, რომ ექსკლუზიური ინტერვიუ ბატონ დავით გულუამ სწორედ ჩევნ მოგვცა, რომელშიც ზუსტად აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზებზეა საუბარი.
სულ დარბაზში 95 მსმენელი ესწრებოდა.
მოამზადა – ირაკლი კერესელიძემ
,,GEO NEWS”





