
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ისრაელის თავდასხმის შემდეგ, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს, დაიცვას კატარი განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში
ისრაელის თავდასხმის შემდეგ, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს, დაიცვას კატარი განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში.
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც მთავრობას ავალებს, კატარზე ნებისმიერი შეიარაღებული თავდასხმა „შეერთებული შტატების მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ მიიჩნიოს.
ბრძანებაში მითითებულია, რომ აშშ მკაცრად უპასუხებს კატარზე მომავალ შეიარაღებულ თავდასხმებს.
ბრძანება, რომელიც ამერიკის მიერ არაბული სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, გამოქვეყნდა დაახლოებით სამი კვირის შემდეგ, რაც ისრაელის მიერ დოჰაში „ჰამასის“ ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებულმა დარტყმამ ტრამპის კრიტიკა და კატარის აღშფოთება გამოიწვია. შემდგომში ტრამპმა პირობა დადო, რომ მსგავსი თავდასხმა აღარ განმეორდებოდა და ამ კვირაში პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაარწმუნა, რომ ბოდიში მოეხადა კატარელი კოლეგისთვის.
„ასეთი თავდასხმის შემთხვევაში, შეერთებული შტატები მიიღებს ყველა კანონიერ და შესაბამის ზომას, მათ შორის დიპლომატიურ, ეკონომიკურ და, საჭიროების შემთხვევაში, სამხედროს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კატარის სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად და მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები უზრუნველყოფენ სწრაფ და კოორდინირებულ რეაგირებას კატარის სახელმწიფოს წინააღმდეგ ნებისმიერ უცხოურ აგრესიაზე“, – აღნიშნულია ტრამპის ბრძანებაში.





