• October

    3

    2025
  • 36
  • 0
გია ვოლსკი – ყურაშვილისა და გოგავას განცხადება საყურადღებო უნდა იყოს, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ სისხლისღვრა დემოკრატიულ სამყაროსთან გაერთიანების წინაპირობაა

გია ვოლსკი – ყურაშვილისა და გოგავას განცხადება საყურადღებო უნდა იყოს, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ სისხლისღვრა დემოკრატიულ სამყაროსთან გაერთიანების წინაპირობაა

გენერლები, მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებენ, ეს ყველასთვის საყურადღებო უნდა იყოს, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც ფიქრობენ, რომ საქართველოში სისხლისღვრა დემოკრატიულ სამყაროსთან გაერთიანების წინაპირობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს გენერლების, მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას ერთობლივ განცხადებაზე, სადაც ამბობენ, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას.

„მამუკა ყურაშვილი როცა სამშვიდობო ბატალიონს ხელმძღვანელობდა, საკუთარ მოვალეობას საკმაოდ მაღალ დონეზე ასრულებდა და რეგიონში საქართველოს უპირატესობაც ჰქონდა. შემდეგ ის პროცესები დაიწყო, რაც სააკაშვილმა თავის თავზე აიღო და თქვა, კონსტიტუციური წესრიგი უნდა აღვადგინოო. ეს ყურაშვილმაც გაიმეორა, რასაც მოჰყვა მისი ლანძღვა და მთავარ დამნაშავედ წარმოჩინება. სააკაშვილმა მას არც ერთი ბინძური სიტყვა არ დააკლო, თუმცა ამის მიუხედავად, „ნაცმოძრაობასთან“ იყო ასოცირებული და მისი წევრი იყო. გოგავა ყოველთვის პროფესიონალი იყო, მაგრამ „ნაცმოძრაობაში“ როგორ მოხვდა, ვერ გეტყვით. როცა ისინი ასეთ განცხადებას აკეთებენ, ეს ყველასთვის საყურადღებო უნდა იყოს. განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც ფიქრობენ, რომ საქართველოში სისხლისღვრა დემოკრატიულ სამყაროსთან გაერთიანების წინაპირობაა. ამ განცხადებას საგანგებო მნიშვნელობა უნდა მივაქციოთ, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი იმას ემიჯნება, რასაც „ნაცმოძრაობა“ უპირებს საკუთარ ქვეყანას. ჩემი აზრით, ექსტრემისტური ჯგუფების მიერ სერიოზული საფრთხე არსებობს გარკვეული პროვოკაციის მოწყობის, რამაც შეიძლება, მსხვერპლი გამოიწვიოს, რაც, რასაკვირველია, მათი გაგებით, საწყისი უნდა იყოს რევოლუციური პროცესების. ეს არის მათი გეგმა. რაღაც ჯგუფი ამ გეგმის შესასრულებლად იქნება მომზადებული. საქართველოში ამ რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანა იმად კმარა, რომ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ. დემოკრატიულ სამყაროს აქციები არ უკვირს, მაგრამ დემოკრატიულმა სამყარომ კარგად იცის, როგორ უნდა დაუპირისპირდეს აქციას, რომელიც კანონს დაარღვევს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor