• September

    10

    2023
  • 66
  • 0
ავთანდილ თალაკვაძე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა, სტიქიის ზონიდან 30 ადამიანია გაყვანილი

ავთანდილ თალაკვაძე – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა, სტიქიის ზონიდან 30 ადამიანია გაყვანილი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს ტექნიკა. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, სტიქიის ზონიდან 30 ადამიანი გაიყვანეს და სასტუმროში მოათავსეს, ხოლო ათეულობით ადამიანმა ნათესავებთან არჩია დარჩენა.

მისივე თქმით, მოსახლეობას ურიგდება სურსათი, ხოლო მედიკამენტები იმ მოქალაქეებს მიეწოდება`, ვისაც ესაჭიროება.

„ინტენსიურად მუშაობს ტექნიკა ყველა მიმართულებით, არ გაჩერებულა. სადაც იყო საცალფეხო ბილიკები გაკეთებული ტექნიკით იწმინდება, რადგან სრულად სამანქანო გზა გაკეთდეს. გეოლოგების მიერ ხორციელდება ყველა იმ სოფლის შესწავლა, სადაც მეწყრული პროცესები იყო. ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები, რწმუნებულები დადიან და აფასებენ ზარალს, თუ რა მასშტაბის არის. შიდა სასოფლო გზები სხვა სოფლებშიც არის პრობლემატური, ერთ-ერთ მონაკვეთზე ფეხით გადადგილების არა, მაგრამ მანქანით გადაადგილების პრობლემა იყო. მაცხოვრებლებს არ ემუქრებოდათ არაფერი, მაგრამ ასეთ ლოკაციებზეც შევდივართ, რათა აღვადგინოთ შიდა გზებიც. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები აქტიურად მუშაობენ. ასევე, მუშაობს გაზის კომპანია, რათა აღდგეს გაზის ინფრასტრუქტურა, სადაც კი შესაძლებელია. ინტენსიურად ხდება სურსათის დარიგება, მედიკამენტების მიწოდება, ვისაც ესაჭიროება. ჩვენ სასტუმროში გადაყვანილი გვყავს 30-მდე ადამიანი, ისინი, ვისაც ალტერნატიული ფართი არ ჰქონდა ან არ შეეძლო ნათესავთან გაჩერება. გარდა ამისა, ათეულობით ოჯახი ახლობლებთან გადავიდა. ყველა ოჯახთან პირდაპირ კომუნიკაციაზე ვართ გასული, ვმუშაობთ, რომ საფრთხის შემცვლელ ზონებში მოქალაქეები არ დარჩნენ“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor