
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი – გავაგრძელებთ მუშაობას დონალდ ტრამპთან და მის გუნდთან, რათა დავასრულოთ ომი იმ პრინციპებთან შესაბამისობაში, რომელიც გაწერილია ისრაელის მიერ
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი „ჰამასის“ პასუხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელი ითანამშრომლებს აშშ-თან ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე.
„„ჰამასის“ პასუხთან დაკავშირებით, ისრაელი ემზადება ტრამპის გეგმის პირველი ფაზის დაუყოვნებლივი განხორციელებისთვის, რომელიც მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას გულისხმობს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას პრეზიდენტთან და მის გუნდთან სრული თანამშრომლობით, რათა დავასრულოთ ომი იმ პრინციპებთან შესაბამისობაში, რომელიც გაწერილია ისრაელის მიერ და რომელიც ეთანხმება პრეზიდენტ ტრამპის ხედვას“, – ვკითხულობთ განცხადებაში.





