• October

    4

    2025
  • 39
  • 0
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში კახა კალაძე 71.55 პროცენტით იმარჯვებს

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში კახა კალაძე 71.55 პროცენტით იმარჯვებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში კახა კალაძე 71.5 პროცენტით იმარჯვებს. კახა კალაძე დედაქალაქის მერად უკვე მესამე ვადით არის არჩეული.

ცესკო-ს ინფორმაციით, დედაქალაქში დათვლილია 584-დან 572 უბანი, რაც საერთო უბნების 97.94 პროცენტს შეადგენს.

ცესკო-ს მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

კახა კალაძე – 71.55%, 210 280 ხმა.

ირაკლი კუპრაძე – 12.45%, 36 612 ხმა.

იაგო ხვიჩია – 7.52%, 22 122 ხმა.

ზურაბ მახარაძე – 4.12%, 12 110 ხმა.

თბილისის მერობის არჩევნებში მერობის ცხრა კანდიდატი იყო რეგისტრირებული.

ამასთან, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოს არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 70,15 პროცენტი მიიღო. ასევე წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყველა რეგიონში მოიგო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor