• October

    18

    2023
  • 105
  • 0
ოლაფ შოლცმა ბერლინში სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო – ანტისემიტიზმის ადგილი გერმანიაში არ არის

ოლაფ შოლცმა ბერლინში სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო – ანტისემიტიზმის ადგილი გერმანიაში არ არის

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის დედაქალაქში სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, სინაგოგის მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილი“ ორმა ნიღბიანმა მამაკაცმა ისროლა. შედეგად არავინ დაშავებულა და შენობა არ დაზიანებულა. სამართალდამცველებს ბოროტმოქმედები არ დაუკავებიათ.

გერმანიის კანცლერი მომხდარს ეგვიპტეში ვიზიტის დროს გამოეხმაურა. ოლაფ შოლცის თქმით, მსგავსი თავდასხმა არაადამიანური, ამაზრზენი და მიუღებელია.

„ანტისემიტიზმის ადგილი გერმანიაში არ არის“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

როგორც მედია წერს, გერმანიის დედაქალაქში სინაგოგაზე თავდასხმა იმ ფონზე მოხდა, როდესაც ევროპის ქვეყნების მთავრობები ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციის ფონზე, ანტისემიტური თავდასხმების გახშირებას შიშობენ. „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ბერლინში პოლიციამ ებრაული დაწესებულებების დაცვა გააძლიერა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor