• October

    5

    2025
  • 35
  • 0
ვლადიმერ პუტინი – უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ მიწოდება აშშ-თან ურთიერთობებს გაანადგურებს

ვლადიმერ პუტინი – უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ მიწოდება აშშ-თან ურთიერთობებს გაანადგურებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ მიწოდება აშშ-თან ურთიერთობებს გაანადგურებს. როგორც პუტინმა რუსულ მედიას განუცხადა, აღნიშნული ნაბიჯი რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებში დადებით ტენდენციებს გაანადგურებს.

„იყო კითხვები, რომლებიც დაკავშირებული იყო, მაგალითად, ახალი შეიარაღების სისტემების, მათ შორის, შორი რადიუსის, მაღალი სიზუსტის სისტემების, „ტომაჰავკის“ და ა.შ. მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვასთან. მე უკვე ვთქვი, რომ ეს გამოიწვევს ჩვენი ურთიერთობების განადგურებას, ან სულ მცირე, ამ ურთიერთობებში გამოვლენილ დადებით ტენდენციების განადგურებას“, – აღნიშნა პუტინმა.

29 სექტემბერს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.

როგორც ვენსმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. „ტომაჰავკის“ რაკეტების მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია. კიევი აღნიშნულ რაკეტებს თუ მიიღებს, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებისთვის ხელმისაწვდომ მანძილზე აღმოჩნდება.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor