• October

    5

    2025
  • 199
  • 0
დავით ჩიხელიძე : ,,ახალაისა და ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერი ავთენტურია – გამოძიება სათანადო პასუხისმგებლობას გამოკვეთს”

დავით ჩიხელიძე : ,,ახალაისა და ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერი ავთენტურია – გამოძიება სათანადო პასუხისმგებლობას გამოკვეთს”

,,GEO NEWS” არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის” ხელმძღვანელს, ანალიტიკოსს დავით ჩიხელიძეს ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე ესაუბრა, რომელიც საკუთარი ექსპერტული ცოდნით და ანალიტიკური შესაძლებლობებით გამორჩეული ექსპერტია და მისი სიღრმისეული ხედვა სრულად აშიშვლებს ,,ნაცხროვის” მოღალატეობრივ ჩანაფიქრს და ააშკარავებს საქართველოს მტრების თავდასხმებს ქვეყნის სუვერენიტეტზე. 

-ბატონო დავით, გუშინ გავრცელდა აუდიოჩანაწერი ბაჩო ახალიასა და პაატა ბურჭულაძის შორის, სადაც საუბარი იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაზე და დესტრუქციაზე. იმის გათვალისწინებით, რისი მცდელობაც ყველამ ვიხილეთ, რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ბაჩო ახალაია და სხვა ,,ნაციონალი” სადისტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სახელმწიფოში დესტაბილიზაციის მოწყობაში ?

-გუშინ გავრცელებულმა აუდიოჩანაწერმა, რომელშიც ბაჩო ახალაია და პაატა ბურჭულაძე საუბრობენ სახელმწიფოს გადატრიალებაზე და დესტრუქციულ ქმედებებზე, ფაქტობრივად, ჩამოხსნა ნიღაბი იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია ცდილობენ საკუთარი თავი ,,ოპოზიციად” წარმოაჩინონ.

ბაჩო ახალაია – ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება წამება, ადამიანის ღირსების შელახვა, პოლიტიკური ანგარიშსწორება – ისევ პოლიტიკურ თამაშებში ჩნდება და ისევ იმ გზას ადგას, რომელსაც ქვეყნის მართვის დროს.

სწორედ ასეთი ,,ფიგურები” ქმნიან დღეს ე.წ. ოპოზიციურ ,,ბირთვს” – მოძველებული, აგრესიული, ძალადობაზე გაზრდილი ხალხი, რომლებსაც პოლიტიკა ისე ესმით, როგორც ბრძოლის ველზე შეტევა.

მათთვის, არც კანონი არსებობს, არც დემოკრატია, არც ხალხის ნება – არსებობს მხოლოდ ერთი სურვილი : ძალაუფლება, ნებისმიერი ფასად. და როცა ეს ( ძალაუფლება ) ძალა არჩევნებით ვერ მოდის, იწყებენ იმას, რაც საუკეთესოდ ეხერხებათ – დესტაბილიზაციას, პროვოკაციებს, დეზინფორმაციას და გადატრიალების მცდელობას.

არ დაგვავიწყდეს, რომ ეს დესტრუქციის პირველი შემთხვევა არ არის. 2020, 2021, 2024 წლებში იგივე სცენარი ვიხილეთ არჩევნების წინ და შემდეგ ,,რევოლუციური განწყობების” გაღვივება, ხელოვნური არეულობა, ინსტიტუტებზე თავდასხმა, სიცრუე და დისკრედიტაცია. მათი მიზანი ყოველთვის ერთი იყო – ხელისუფლება არა ხალხის ნებით, არამედ ქუჩის გზით, ხმაურით, შანტაჟით და მუქარით დაიბრუნონ, მაგრამ მათ ერთი რამ ვერ გაიგეს – საქართველო 2003 წლის ქვეყანა აღარ არის. საზოგადოება დღეს გაცილებით გამჭრიახია, ინფორმირებულია და მტკიცედ დგას სახელმწიფოს მხარეს. სწორედ ამიტომ ყველა მათი მცდელობა ნულოვანი შედეგით სრულდება.

დღესაც ასე იქნება. ვისაც ჰგონია, რომ ბაჩო ახალაიას მსგავსი პერსონაჟები ისევ შეძლებენ საქართველოს შანტაჟს – ცდებიან. ხალხს კარგად ახსოვს, როგორი იყო მათი ,,მმართველობა” და არავის უნდა იმ წლების დაბრუნება.

-ბატონო დავით, როდესაც ამ ტიპის ჩანაწერი იდება, რაც, როგორც ლოგიკურად, ისე ფაქტობრივი გარემოებებით პირდაპირ მიუთითებს ახალაიას მხრიდან მასობრივი არეულობების ინსპირირებაზე, არსებობს თუ არა სამართლებრივი წინაპირობა აღნიშნული ოდიოზური პიროვნების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ?

-როდესაც ჩანაწერი ვრცელდება, სადაც აშკარად ისმის მოწოდება ძალადობისკენ და ხელისუფლების დამხობის გეგმის განხილვა, ბუნებრივია ჩნდება კითხვა – არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძველი ბაჩო ახალაიას პასუხისგებაში მისაცემად ? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – დიახ, არსებობს ყველა სამართლებრივი წინაპირობა, რომ ეს ადამიანი გამოძიების წინაშე წარსდგეს.

თუმცა, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა დღეს სრულიად სხვა სტანდარტებით მოქმედებს, ვიდრე იმ წლებში, როცა ახალაია თვითონ ატერორებდა ქვეყანას. ჩვენთან სამართალი ემოციით კი არა, მტკიცებულებებით იზომება. ამიტომ აუცილებელია, გამოძიებამ დეტალურად შეისწავლოს ჩანაწერი, დადასტურდეს მისი ავთენტურობა და შემდეგ კანონი თავისი გზით იმოქმედებს.

მაგრამ ერთმნიშვნელოვნად, რასაც ამ ფირზე ვისმენთ – ეს არ არის უბრალო პოლიტიკური საუბარი. ეს პირდაპირი მოწოდებაა ძალადობისკენ, ეს არის მუქარა სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ეს არის მცდელობა ქვეყანაში არეულობის გამოწვევისა. ასეთ ქმედებას ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ერთნაირი შეფასება აქვს – ეს არის დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

და თუ ის, რაც გვესმის, დადასტურდება, მაშინ ბაჩო ახალაიამ და მისმა თანამზრახველებმა პასუხი უნდა აგონ. კანონის წინაშე ყველა თანასწორია – მათ შორის ისიც, ვინც ოდესღაც ძალაუფლების სიმაღლეზე იდგა და ფიქრობდა, რომ ხელშეუხებელი იყო.

დღეს აღნიშნული ჩანაწერები რამდენიმე პროგრამით გადავამოწმე და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ აღნიშნული აუდიო ჩანაწერი ავთენტიკურია !

-დაბოლოს, გუშინ თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ე.წ. ოპოზიცია სრულად დემორალიზებულია და პრაქტიკულად დაკარგული აქვს პერსპექტივა ლეგიტიმური გზით ხელისუფლებაში დაბრუნების. ზრდის თუ არა ეს წინაპირობა იმის შანსებს, რომ ამ პოლიტიკური შეფერილობის ჯგუფებმა ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად სხვადასხვა სახის ძალადობრივ პროვოკაციებს და ქვეყნის სტაბილურობის რყევას კვლავ მიმართონ ?

-გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, რომ ე.წ. ოპოზიცია სრულიად დემორალიზებულია და პოლიტიკურად გამქრალი ძალაა. მათთვის სიტყვა „ოპოზიცია“ ზედმეტად დიდი პატივია – ეს ხალხი ოპოზიცია კი არა, ქვეყნის მტერია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მერკანტილური მიზნებით მოქმედებენ, საკუთარი ინტერესებისთვის და არა საქართველოს კეთილდღეობისთვის.

მათი პოლიტიკა არ ემყარება, არც იდეას, არც ღირებულებას, არც სახელმწიფოს სიყვარულს – ისინი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ : როგორ არიონ ქვეყანა, როგორ გამოიწვიონ არეულობა და როგორმე ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება, რადგან კარგად იციან, რომ არჩევნებით, ლეგიტიმური გზით ეს მათთვის შეუძლებელია. ხალხის მხარდაჭერა აღარ აქვთ, მათი სოციოლოგიური რეიტინგები ნულის ტოლია, ამიტომ ისევ იმ გზას უბრუნდებიან, რომლითაც ოდესღაც მოვიდნენ – რევოლუციას, ძალადობასა და ქუჩის სცენარს.

მაგრამ ეს აღარ არის 2003 წლის საქართველო. დღეს ამგვარი ძალები საზოგადოებაში ზიზღსა და ირონიას იწვევენ. ხალხი აღარ აჰყვება მათ პროვოკაციებს, იმიტომ რომ ყველასთვის ნათელია – მათთვის დემოკრატია მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ხელისუფლებაში არიან, და როგორც კი ხალხი მათ ზურგს აქცევს, იწყებენ ყვირილს, რომ „რევოლუციის დროა“.

მათ შეიძლება კიდევ სცადონ პროვოკაციები, მაგრამ ეს იქნება მცირე მასშტაბის და უეფექტო მცდელობები, რომლებიც ვერასდროს შეცვლის ქვეყნის სტაბილურობას. მათ აღარ აქვთ, არც დესტაბილიზაციის რესურსი, არც საზოგადოებრივი ნდობა, არც ენერგია.

საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ თქვა უარი იმ ძალებზე, რომლებმაც წარსულში საკუთარი მოქალაქეები აწამეს და ქვეყანას უბედურება მოუტანეს.

დღეს, როდესაც სახელმწიფო მყარად დგას და საზოგადოება მშვიდობასა და განვითარებას ირჩევს, ე.წ. ოპოზიციად წოდებული ეს დესტრუქციული ჯგუფები მხოლოდ ისტორიაში დარჩებიან, როგორც მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება პოლიტიკური ძალა გადაიქცეს საკუთარი ქვეყნის მტრად.

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor