• October

    18

    2023
  • 120
  • 0
მედიის ცნობით, ლიბანის დედაქალაქში ასობით დემონსტრანტი აშშ-ის საელჩოში შეჭრას ცდილობს

მედიის ცნობით, ლიბანის დედაქალაქში ასობით დემონსტრანტი აშშ-ის საელჩოში შეჭრას ცდილობს

ლიბანის დედაქალაქში ასობით დემონსტრანტი აშშ-ის საელჩოში შეჭრას ცდილობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია, მოძრაობა „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვიდეოში ჩანს, რომ აშშ-ის დიპლომატიურ უწყებასთან შეკრებილ დემონსტრანტებს ხელში პალესტინის და ირანის დროშები უჭირავთ. სამართალდამცავებმა იმ აქტივისტების წინააღმდეგ, ვინც საელჩოში შეჭრას ცდილობდა, ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ამასთან, ისრაელის მედია ავრცელებს ცნობას, რომ იორდანიაში ასევე იმართება პალესტინელების მხარდამჭერი აქცია, რომლის მონაწილეებიც ცდილობენ ისრაელის საელჩოში შეჭრას.

„თაიმს ოფ ისრაელი“ წერს, რომ იორდანიის დედაქალაქ, ამანში, აქციები გუშინ ღამეც გაიმართა, რა დროსაც აქტივისტები ისრაელის საელჩოში შეჭრას შეეცადნენ. საპასუხოდ, პოლიციამ ძალა გამოიყენა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor