• October

    18

    2023
  • 96
  • 0
რატი ბრეგაძე : ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, სამწუხაროა, რომ უკვე არის დადგენილი ფაქტი, საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია

რატი ბრეგაძე : ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, სამწუხაროა, რომ უკვე არის დადგენილი ფაქტი, საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია

ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, სამწუხაროა, რომ უკვე არის დადგენილი ფაქტი, საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცესს, მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. პირადად ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე არის დადგენილი ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

რაც შეეხება კითხვას, „ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, საქმე პროკურატურაში წავიდეს“, – რატი ბრეგაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის მისამართით უნდა დაისვას შეკითხვა.

„პროკურატურის ნაწილზე მე როგორ გიპასუხოთ, ამაზე უნდა ჰკითხოთ პროკურატურას. ზოგადად, თუკი ვინმე ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ დაიწყოს გამოძიება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, შეკითხვის პასუხად რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის გამო არავის დაუწყია იმპიჩმენტის პროცედურა.

„პროცედურა დაიწყო იმის გამო, რომ იყო საფუძვლიანი ვარაუდი, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. ეს ისედაც ცხადი იყო, თუმცა ამის შესახებ მტკიცებით ფორმაში არავინ საუბრობდა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. დღეს უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და ეს არის სამწუხარო ფაქტი. თქვენ თუ მოუსმენთ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს, საუბარი იყო იმაზე, რომ მან არ აიღო მთავრობისგან შესაბამისი ნებართვა, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა და სწორედ ამიტომ მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი. როდესაც მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურა კონსტიტუციის და ყველა სხვა კანონის სრული დაცვით, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის დამაზიანებელი, პირიქით, სამართლებრივ სახელმწიფოში ეს არის ჩვეულებრივი სიტუაცია. ევროკავშირი არის იმ სახელმწიფოთა გაერთიანება, რომლებიც სამართლებრივი სახელმწიფოები არიან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor