• October

    7

    2025
  • 40
  • 0
ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში დღეს გაგრძელდება

ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში დღეს გაგრძელდება

ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში დღეს გაგრძელდება.

ეგვიპტური მედიის ცნობით, „ჰამასსა“ და  შუამავლებს შორის მოლაპარაკებები „პოზიტიურ ატმოსფეროში“ წარიმართება.

ცნობისთვის,  მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ეგვიპტეში იმყოფება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფიც. შეხვედრების მიზანი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობაა. შუამავლის როლს ეგვიპტელი და კატარელი მედიატორები ასრულებენ. ისინი ისრაელისა და „ჰამასის“ დელეგაციებს ცალ-ცალკე ხვდებიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას 29 სექტემბერს წარადგინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი გეგმას „ჰამასი“ დათანხმდა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor