• October

    16

    2025
  • 42
  • 0
თბილისსა და რეგიონებში საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 47 პირი დააკავეს

თბილისსა და რეგიონებში საპოლიციო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 47 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მსურს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია სამართალდამცველების მიერ გასული 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული კიდევ ერთი მსხვილი საპოლიციო ღონისძიების შესახებ, რომლის შედეგადაც დაკავებულია 47 ნარკოდამნაშავე.

დაკავებულთა უდიდეს ნაწილს – ნარკოტიკების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა ედება ბრალად. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

მისივე ცნობით, აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს.

„დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზებით სისტემატურად ყიდდნენ.

პოლიციამ დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „სუბოქსინი“, „სუბოტექსი“, „მეტამფეტამინი“, „ჰაშიში“, „ოპიუმი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი““, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.

„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ სამართალდამცველს, ვინც ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველდღიურად, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ღირსეულად ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ჩვენ მიერ გაცხადებული პოლიტიკა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მკაფიო და უცვლელია – კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor