• October

    16

    2025
  • 34
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთში „მშვიდობის გზაჯვარედინისა“ და „ტრამპის მარშრუტის“ გარდა სხვა პროექტი არ შეიძლება, იყოს

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთში „მშვიდობის გზაჯვარედინისა“ და „ტრამპის მარშრუტის“ გარდა სხვა პროექტი არ შეიძლება, იყოს

სომხეთში „მშვიდობის გზაჯვარედინისა“ და „ტრამპის მარშრუტის“ გარდა სხვა პროექტი არ შეიძლება, იყოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის მიერ ფრაზის „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა და ეს უდავო ფაქტია.

„კოპენჰაგენის შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა განიხილეს კომუნიკაციების საკითხი და „ტრამპის მარშრუტის“ პროექტი სომხეთში. ამგვარად, ორივე მხარემ დაადასტურა, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არსებობს „ტრამპის მარშრუტის“ პროექტი და, შესაბამისად, ამის საფუძველზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სომხეთის ოფიციალურ პოზიციას, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არ არსებობს სხვა პროექტები, გარდა „მშვიდობის გზაჯვარედინისა“ და „ტრამპის მარშრუტის“ პროექტებისა. რადგან ეს თემა მუდმივად კამათის საგანია, სწორი პრინციპია წერილობით დოკუმენტებზე დაყრდნობა. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ კოპენჰაგენში გამართული ჩვენი დისკუსიებით, ჩვენი კონტაქტებით და მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებით“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor