• October

    18

    2023
  • 97
  • 0
ლევან დავითაშვილი – ტრანსკასპიური დერეფანი, ეს არის ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად

ლევან დავითაშვილი – ტრანსკასპიური დერეფანი, ეს არის ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ინტერვიუ მისცა ჩინეთის ტელევიზიას, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორულ ურთიერთობებსა და მათი განვითარების პერსპექტივებზე, ტრანსკასპიური დერეფნის როლსა და საჭიროებაზე არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ტრანსკასპიური დერეფნის ხარისხი, ტრანსკასპიური კავშირი აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე, შესაბამისად, ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ტრანსკასპიური დერეფანი დააკავშირებს ჩინეთს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ ევროკავშირს. საქართველოს გავლით ტვირთი შეიძლება წავიდეს თურქეთში ან პირდაპირ ევროპის ქალაქებში. ეს არის ეფექტური გზა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გასაძლიერებლად. „სარტყლისა და გზის ინიციატივა“ მასშტაბური ინფრასტრუქტურული საინვესტიციო ინიციატივაა, მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე ქვეყნებმა თავიანთი ინფრასტრუქტურა განავითარონ. ჩვენ ვხედავთ ჩინეთის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე ნათლად ვხედავთ ამ ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვან ზრდას“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ​სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor