• October

    20

    2025
  • 19
  • 0
შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, პროკურატურამ ყველა კითხვას უპასუხოს, ადგილი რაიმე დანაშაულს თუ ჰქონდა, ეს სამართალდამცავების კომპეტენციაა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კორუფციის წინააღმდეგ

შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, პროკურატურამ ყველა კითხვას უპასუხოს, ადგილი რაიმე დანაშაულს თუ ჰქონდა, ეს სამართალდამცავების კომპეტენციაა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კორუფციის წინააღმდეგ

მძიმეა ასეთი სურათების ნახვა, ამიტომ მნიშვნელოვანია, პროკურატურამ დროულად გამოიძიოს და ყველა კითხვას უპასუხოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტებმა ჰკითხეს იმ კადრებზე, რომელიც სუს-მა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების ჩხრეკის შედეგად გაავრცელა.

„პარლამენტი მთავრობის და აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური მაკონტროლებელია. ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება რაც მიიღებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკურ ნაწილში ჩვენი სრული მხარდაჭერა ჰქონდათ. ადგილი რაიმე დანაშაულს თუ ჰქონდა, ეს სამართალდამცავების კომპეტენციაა. სამართალდამცავები აქტიურად მუშაობენ კორუფციის წინააღმდეგ თუ ნარკოდანაშაულის მიმართ. ისინი საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენი მთავარი დაპირება იყო, რომ კორუფციის სიმცირის მიმართულებით ლიდერობა კიდევ უფრო გაგვეზარდა და მსოფლიო სამეულში ვიყოთ. ეს არის ანარეკლი სისხლის სამართლის იმ პოლიტიკის, რასაც სამართალდამცავები აწარმოებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. გვარაკიძის თქმით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია, დიდი ოდენობით თანხა.

ამასთან, 18 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ჩხრეკის შედეგად, საერთო ჯამში, 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor