• October

    20

    2025
  • 16
  • 0
დონალდ ტრამპი უარყოფს „ფაინენშალ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ცნობებს, თითქოსდა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, მთელი დონბასი გადასცეს რუსეთს

დონალდ ტრამპი უარყოფს „ფაინენშალ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ცნობებს, თითქოსდა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, მთელი დონბასი გადასცეს რუსეთს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს, „ფაინენშალ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ცნობებს, თითქოსდა მან ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, მთელი დონბასი გადასცეს რუსეთს.

ტრამპი აცხადებს, რომ, ამის ნაცვლად, ომი უკვე არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა გაჩერდეს და დონბასი უნდა „გაიყოს“.

„ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლაა. ახლა დონბასი უკვე დაყოფილია. მე ვფიქრობ, 78% უკვე დაკავებული აქვს რუსეთს“, – უთხრა ჟურნალისტებს ბორტ ნომერ ერთზე ყოფნისას.

„მოგვიანებით ისინი შეძლებენ რამეზე მოლაპარაკებას ერთმანეთში. მაგრამ ახლა ორივე მხარე უნდა გაჩერდეს ფრონტის ხაზზე – და წავიდნენ სახლებში, შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, შეწყვიტონ ადამიანების მკვლელობა“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, მანამდე „ფაინენშალ თაიმსმა“ გაავრცელა ცნობა, რომ 17 ოქტომბერს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის ლიდერმა მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, მთელი დონბასი გადასცეს რუსეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პუტინი უკრაინას „გაანადგურებს“. ტრამპმა ეს ინფორმაცია უარყო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor