• October

    21

    2025
  • 41
  • 0
ირაკლი კობახიძე – Eagle Hills-ის პროექტები ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე

ირაკლი კობახიძე – Eagle Hills-ის პროექტები ნიშნავს ათასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც მშენებლობის, ისე ოპერირების ეტაპზე

ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის საქართველოს ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ახალი შესაძლებლობები მომიჯნავე ბიზნესებისთვის და უმძლავრესი სტიმული  ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.

„დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა განავითარებს თბილისისა და ბათუმის ურბანულ იერსახეს, შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრებს და კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც რეგიონული ლიდერის და რეგიონის მთავარი საინვესტიციო ცენტრის სტატუსს. ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სწორედ ასეთ სტრატეგიულ ინვესტიციებს, რომლებიც ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და განამტკიცებს საქართველოს პოზიციებს გლობალურ საინვესტიციო რუკაზე.
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს, EMAAR-ჯგუფისა და Eagle Hills-ის დამფუძნებელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტები ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი გახდება. გისურვებთ წარმატებებს და საქართველოს მთავრობის სახელით გპირდენით სრულ მხარდაჭერას და თანადგომას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor