• October

    21

    2025
  • 56
  • 0
სერგეი ლავროვი – გავიგე, რომ ბატონი სიკორსკი დაემუქრა პრეზიდენტ პუტინის თვითმფრინავის უსაფრთხოებას, პოლონელები ახლა მზად არიან, თავად ჩაიდინონ ტერორისტული აქტები

სერგეი ლავროვი – გავიგე, რომ ბატონი სიკორსკი დაემუქრა პრეზიდენტ პუტინის თვითმფრინავის უსაფრთხოებას, პოლონელები ახლა მზად არიან, თავად ჩაიდინონ ტერორისტული აქტები

პოლონელები ახლა მზად არიან, თავად ჩაიდინონ ტერორისტული აქტები, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომ ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავი უნგრეთში გამგზავრების დროს მათ საჰაერო სივრცეს თუ გადაკვეთს, თვითმფრინავს იძულებით დაშვებას მოსთხოვენ.

„აქ გავიგე, რომ ბატონი სიკორსკი დაემუქრა პრეზიდენტ პუტინის თვითმფრინავის უსაფრთხოებას, თუ ის ბუდაპეშტში გაიგზავნება ტრამპთან შესაძლო სამიტზე, პუტინის უსაფრთხოება პოლონეთის საჰაერო სივრცეში არ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის სურვილი, დაჟინებით მოითხოვოს ცეცხლის შეწყვეტა, ეწინააღმდეგება პუტინის და ტრამპის ალასკის შეთანხმებებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor