
ექსკლუზივი : სიღნაღის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ლიკა ბოკერია დამნაშავესა და დანაშაულის მხარეს მყარად დგას ?
მკითხველს ვაცნობებთ, რომ ორიოდე დღის წინ, სიღნაღის პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა სიღნაღის სასამართლოს ყადაღის ღონისძიების გამოყენების მიზნით, ვინაიდან დაზარალებული მხარის უძრავი ქონების დამნაშავის მიერ მეორედ გადამალვის საფრთხე არსებობდა, თუმცა, ჰოი საოცრებავ, სიღნაღის მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა რატომღაც არ დააკმაყოფილა, რითაც ხელი შეუწყო დამნაშავეს ქონების გადამალვის შესაძლებლობის შექმნაში.
ჩვენთვის გაუგებარია, მოსამართლე, რომელიც პირველი უნდა იყოს მოწოდებული, რომ დაიცვას დაზარალებულის უფლებები და კანონის შესაბამისად, დაეხმაროს, როგორც სამართალდამცავებს, ისე დაზარალებულს, უარს ამბობდეს ყადაღის ინსტიტუტის გამოყენებაზე იმ მითვისებული უძრავი ქონების მიმართ, რომელიც ერთხელ უკვე – სულ ახლახან 2025 წლის აგვისტოში დამნაშავის მიერ საკუთარ ნათესავზე გასხვისებულ იქნა და ამ ეტაპზე არსებობს კანონისმიერი სტანდარტი, რომ ქონებას ყადაღა დაედოს, რათა აღარ მოხდეს ამ ქონების მესამე პირებზე ანუ ე.წ. კეთილსინდისიერ შემძენზე გადასხვისება. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ მოსამართლე წინასწარ განჭვრეტადი ახალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას შეგნებულად უწყობს ხელს.
ვინაიდან, ნათელია, რომ მოქმედი მოსამართლე შეუძლებელია იყოს დაბალი სამართლებრივი კომპეტენციის მქონე, ბუნებრივად ჩნდება ლოგიკური ვარაუდი იმის თაობაზე, ხომ არ არის ეს კონკრეტული მოსამართლე, ქ-ნი ლიკა ბოკერია კულისებს მიღმა არსებული რაიმე უკანონო გარიგების ხელშემკვრელი მხარე ?
წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, როდესაც პროკურორის შუამდგომლობა ყადაღის დადების თაობაზე თითქმის ყოველთვის კმაყოფილდება, შეუძლებელია გააზრებული იქნას აღნიშნული მოსამართლის მხრიდან დამნაშავეზე და დანაშაულზე ხელის დაფარების ფაქტი.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მსგავსი აუხსნელი ქმედებები სიღნაღის სასამართლოში ხშირია, რის გამოც ამ სასამართლოს ფუნქციონირებით შემდგომშიც დეტალურად დავინტერესდებით.
( გაგრძელება იქნება )
გიორგი კორძაძე
,,GEO NEWS”





