• October

    22

    2025
  • 67
  • 0
ნინო წილოსანი – საკანონმდებლო ორგანოში გახარიას პარტიის შემოსვლა პარლამენტის აღიარებას კიდევ ერთხელ ადასტურებს, უკან დახევის ძალიან ლამაზ და ფრთხილ საშუალებებს ეძებენ

ნინო წილოსანი – საკანონმდებლო ორგანოში გახარიას პარტიის შემოსვლა პარლამენტის აღიარებას კიდევ ერთხელ ადასტურებს, უკან დახევის ძალიან ლამაზ და ფრთხილ საშუალებებს ეძებენ

პარლამენტის არალეგიტიმურობა ვერც გახარიამ და ვერც მათმა მოკავშირეებმა ვერ დაამტკიცეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უკან დახევის ფრთხილ საშუალებებს ეძებს.

„პარლამენტის არალეგიტიმურობა ვერც გახარიამ და ვერც მათმა მოკავშირეებმა ვერ დაამტკიცეს. რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანოში მათი შემოსვლა პარლამენტის აღიარებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ფაქტია, უკან დახევის ძალიან ლამაზ და ფრთხილ საშუალებებს ეძებენ. განცხადებებში სასაცილოც კი ჩანან, ისე ცდილობენ, რომ მათი შემოსვლა რაღაცით გაამართლონ. ხალხის მიერ ნდობაგამოცხადებული პარლამენტის ფეხქვეშ გათელვა არავის ეპატიება.

ახლა გადაწყვიტეს, რომ საკუთარ ამომრჩეველს მცირედით მაინც სცენ პატივი და  პარლამენტში  მუშაობა გააგრძელონ. ვინმეს საქმიანი ოპონირება რომ გაუწიო, შესაბამისი ცოდნა და ინტელექტი უნდა გქონდეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ გახარიას პარტიიდან შემოსული დეპუტატები სათანადო ცოდნას და ინტელექტს ფლობენ, რომ საქმიანი დებატები აწარმოონ. პირიქით, შესაძლოა, სპეკულაციებს მიჰყონ ხელი და ის ცრუ ინფორმაცია გაიტანონ, რომელიც არა ერთხელ, მათ შორის მათი წინა პარლამენტში მონაწილეობის დროს მოგვისმენია“, – განაცხადა წილოსანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor