
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციამ აჭარაში მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ორი პირი: 1980 წელს დაბადებული რ.კ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ლ. დააკავეს.
დანაშაული ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, აჭარაში, სხვადასხვა დროს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს, მოტყუებით გააფორმებინეს ნასყიდობის ხელშეკრულებები და აღნიშნული გზით დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – ჯამში 148 042 აშშ დოლარს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.





