
,,GEO NEWS,,-ის დამფუძნებელი ქეთი ხომერიკი შინაგან საქმეთა მინისტრს გეკა გელაძეს მიმართავს !
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სრულად ვითანამშრომლეთ შსს-ის გენერალურ ინსპექციასთან, ბოლომდე ვამხილეთ დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს უფროსის, გიორგი პაპიძის ერთ-ერთი მოადგილე, პოლკოვნიკი კახაბერ რაზმაძე უსაქციელო და ამორალურ ქმედებებში, რაც სამართალდამცავისთვის მიუღებელი ფორმებით გამოიხატა და წარვადგინეთ სათანადო მტკიცებულებები და მოვითხოვეთ კონკრეტული ქმედებების განხორციელება, საპასუხოდ მივიღეთ სრული იგნორირება და გაუვალი დუმილი, ამიტომ, გვიწევს საჯაროდ მივმართოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გეკა გელაძეს და მისი ყურადღება გავამახვილოთ საჭირბოროტო თემაზე. რამეთუ, როგორც ცნობილია, შსს-ის გენერალური ინსპექცია უშუალოდ მინისტრს ექვემდებარება და სხვა თანამდებობის პირებს სათანადო კომპეტენცია კანონმდებლობის თანახმად არ გააჩნიათ.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ბ-ნი მინისტრი დაუღალავად შრომობს საზოგადოებრივი სიკეთისათვის, თუმცაღა, ისიც გვესმის, რომ ადამიანის ბიოლოგიურ უნარს აღემატება 3 ათეულზე მეტი ათასი თანამშრომლის პირადი კონტროლი, ამიტომ ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია მხარი დავუჭიროთ მინისტრს სათანადო პრობლემური კადრების იდენტიფიცირებასა და მათზე კონცენტრირებაში, შესაბამისად, ზუსტად ეს არის დამოუკიდებელი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მედიის ფუნქციური არსიც.
საჯაროდ წარმოგიდგენთ იმ განცხადების ასლს, რომლითაც ბატონ გეკა გელაძეს მივმართეთ :
შსს-ს მინისტრს
ბატონ გეკა გელაძეს
განცხადება
განმცხადებელი : ქეთი ხომერიკი – საინფორმაციო სააგენტო „GEO NEWS“-ის დამფუძნებელი და რედაქტორი
თემა : შსს-ის გენერალური ინსპექციის არასწორი და გაუგებარი ქცევის შესახებ !
ბატონო მინისტრო,
მოგმართავთ საინფორმაციო სააგენტო „GEO NEWS“-ის სახელით, რომელმაც არაერთგზის მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ინფორმაცია პოლიციაში არსებული დარღვევებისა და კონკრეტული სამართალდამრღვევი თანამშრომლების შესახებ. წარსულში ამ თანამშრომლობამ კონკრეტული შედეგებიც გამოიღო და მხილებულ იქნა რენეგატი და პროვოკატორი თანამშრომელი.
ამჟამად გენერალური ინსპექცია ( ამა წლის 24 აპრილიდან ) სწავლობს დიდუბე–ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის საეჭვო, არაეთიკურ და არაკორექტულ ქმედებებს, რომელიც მიზნად ისახავდა, როგორც ჩემი ოჯახის, ისე სააგენტო „GEO NEWS“-ის დისკრედიტაციასა და მიზანმიმართულ დაპირისპირებას.
მივიჩნევთ, რომ მსგავსი ამორალური ქცევა პოლიციელის მხრიდან წარმოადგენს მუნდირის შეურაცხყოფას !
მიუხედავად იმისა, რომ მე, ქეთი ხომერიკმა, უკვე მივაწოდე გენერალურ ინსპექციას ამომწურავი ინფორმაცია და ყველა შესაბამისი მტკიცებულება ( ჩანაწერები ) რის საფუძველზეც ველოდებოდი დროულ და ეფექტურ რეაგირებას, დღემდე ჩემთვის გაუგებარია, რა ეტაპზეა აღნიშნული მოკვლევა.
მით უმეტეს, სრულიად მიუღებლად მიმაჩნია ის გარემოება, რომ გენერალური ინსპექციის უფროსმა, ბატონმა დავით არჩვაძემ, რომელსაც კომუნიკაციაში არაერთხელ მივმართე საქმის დეტალების გასარკვევად, ფაქტობრივად, დაბლოკა ჩემი პირადი ნომერი და ამ გზით თავიდან აირიდა კონტაქტი, რაც აშკარად არღვევს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
ვაფიქსირებ პროტესტს გენერალური ინსპექციის არაეთიკური დამოკიდებულების გამო და გთხოვთ, ბატონო მინისტრო, უზრუნველყოთ აღნიშნული საკითხის დაუყოვნებლივი შესწავლა, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის ქცევის შეფასება და საქმის მიმდინარეობის გამჭვირვალე გამოძიება.
საზოგადოებისა და მედიის ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, მომეწოდოს ინფორმაცია, რა ეტაპზეა პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის მიმართ დაწყებული მოკვლევა და რა კონკრეტული შედეგებია მიღწეული დღემდე.
„GEO NEWS“ ადასტურებს მოლოდინს, რომ შსს-ის გენერალური ინსპექცია იმოქმედებს ეფექტურად და სამართლიანად, რათა მოხდეს პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის საბოლოო მხილება და მისი ჩამოშორება საპასუხისმგებლო პოზიციიდან.
პატივისცემით,
ქეთი ხომერიკი
საინფორმაციო სააგენტო „GEO NEWS“-ის დამფუძნებელი და რედაქტორი
24ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
P.S. ვიცით რა მინისტრის ხაზგასმულად პრინციპული დამოკიდებულება მსგავსი სამსახურებრივი გადაცდომების მიმართ, ვთვლით, რომ მიღებული იქნება ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს არსებულ გამოწვევას !
იმედს ვიტოვებთ, რომ მიუხედავად გულდაწყვეტისა შსს-ის გენერალური ინსპექცია საკუთარ მისიას ბოლომდე შეასრულებს !
ყველა პუბლიკაცია პოლკოვნიკ კახაბერ რაზმაძის შესახებ გამოქვეყნებულია ჩვენს პლატფორმაზე ( შეგიძლიათ იხ: ლინკები )
( გაგრძელება იქნება )
ქეთი ხომერიკი, გიორგი კორძაძე
,,GEO NEWS”





