• October

    24

    2025
  • 17
  • 0
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთ პირი დააკავა

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთ პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, მათ შორის ორი ნარკორეალიზატორია.

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული დ.ა., 1965 წელს დაბადებული პ.ც და 1983 წელს დაბადებული მ.მ.  და წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1977 წელს დაბადებული შ.კ. და 1982 წელს დაბადებული კ.კ.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის:  „მეთადონი“; „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და „კანაფი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 265-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor