• October

    24

    2025
  • 41
  • 0
სამართალდამცველებმა ორი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ორი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ლ.ხ. 14 წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისთვის წინასწარი შეცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე დადგენილია, რომ ლ.ხ-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა სტუმრად მყოფი, 14 წლის ასაკს მიუღწეველი ნათესავის მიმართაც.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ლ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, სადაც ლ.ხ. მის მიერ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ინახავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლის მეორე ნაწილით და 11 პრიმა 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor