• October

    26

    2025
  • 359
  • 0
ექსკლუზივი : ,,TBC” ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გენერალური პროკურატურის საქმიანობაში ერევა ?

ექსკლუზივი : ,,TBC” ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გენერალური პროკურატურის საქმიანობაში ერევა ?

რატომ არ წარედგინა ბრალდება თაღლით ნატო კერესელიძეს ირაკლი კერესელიძის სამკვიდროს საქმეზე ?

ახალი კითხვები :

უკვე ორი თვეა, რაც ,,GEO NEWS”-ის იურისტი და გამომძიებელი ჟურნალისტი ირაკლი კერესელიძე ოფიციალურად ცნობილია დაზარალებულად მისივე მემკვიდრეობის შესაძლო მიტაცების საქმეზე, თუმცა პროკურატურას დღემდე არ წარუდგენია ბრალდება მთავარი ფიგურანტის ირაკლი კერესელიძის მამის ყოფილი მეუღლის, ნატო კერესელიძის მიმართ.

( იხ. ლინკი : https://geonews.org.ge/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90/

საქმის მასალების მიხედვით, ნატო კერესელიძემ სამკვიდრო მოწმობა მიიღო გაყალბების გზით, კონკრეტულად, ნოტარიუსის წინაშე დამალა ირაკლი კერესელიძის არსებობა, რის შედეგადაც სრულად ჩაიგდო ხელში მისი მამის გივი კერესელიძის დანაშთი ქონება.

ზემოაღნიშნული გარემოება ცალსახად არის დაფიქსირებული პროკურორის მიერ გამოტანილ დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც ირაკლი კერესელიძე დაზარალებულად ცნეს.

მიუხედავად ამის, გამოძიება ამ ეტაპზე არ გადავიდა ბრალის წარდგენის ფაზაზე, რაც იწვევს საზოგადოებრივი ინტერესის ზრდას და კითხვებს სამართალდამცავი უწყებების მიკერძოების თაობაზე.

არაერთი კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ნატო კერესელიძეს შესაძლოა მფარველობდეს „TBC” ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, რომელმაც სწორედ მისგან შეიძინა აღნიშნული ქონება – ხაშმის ცენტრში მდებარე მამაპაპისეული სახლი, რაზეც ჩვენ პუბლიკაციები გამოვაქვეყნეთ კიდეც.

( იხ. ლინკი : https://geonews.org.ge/30721-2/

https://geonews.org.ge/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93/

არსებული ინფორმაციით, ბუცხრიკიძემ ძველი შენობა დაანგრია და მის ადგილზე ფაზენდა ააშენა, რაც ირიბად აკავშირებს მას საქმეში ფიგურირებად პირებთან. მით უფრო მაშინ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ბუცხრიკიძის თანხმობით მოხდა შეძენილი მამაპაპისეული სახლ – კარის რეალური გადახდილი ფასის ხუთჯერ და მეტად შემცირება და ასი ათასი დოლარის მაგივრად 30 000 ლარის გარიგების ფასად მითითება.

საზოგადოებაში ჩნდება მოლოდინი, რომ პროკურატურა უახლოეს პერიოდში განმარტავს, რატომ არ ხორციელდება სამართლებრივი რეაგირება ნატო კერესელიძის მიმართ, მიუხედავად ოფიციალური დადგენილებისა და დამადასტურებელი მასალების არსებობისა.

დაბოლოს, სამართლებრივად მნიშვნელოვანია ჩვენმა მკითხველმა კარგად გაიაზროს, რომ აღნიშნული ფასის ხუთჯერ და მეტჯერ შემცირება, არა მხოლოდ იმ თაღლითური შეთანხმების მაჩვენებელია, რაც ნატო კერესელიძესა და ვახტანგ ბუცხრიკიძეს გარემოცვის ( ქონება ნათესავზე გააფორმა ) შორის მოხდა და რაც სავარაუდოდ, საგადასახადო ორგანოების დაინტერესების საგანი უნდა იყოს, არამედ ეს მიუთითებს იმ სახის კრიმინალური გარიგების არსებობაზე, როდესაც ნატო კერესელიძე და ვახტანგ ბუცხრიკიძე დანაშაულის ძალით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი და შესაბამისად, მათი საერთო ინტერესია, არც მიწის ნაკვეთს დაედოს ყადაღა და არც ნატო კერესელიძეს მიმართ მოხდეს ბრალდების წარდგენა. აი, ამ ჭრილში თუ რამდენად გავლენის მატარებელია ,,TBC” ბანკის ხელმძღვანელი და როგორ შეუძლია ხელი შეუშალოს ერთ კონკრეტულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას, მსჯელობა და დასკვნების გამოატანა ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდია.

P.S. მკითხველს კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ სამკვიდრო ქონებიდან – მიწის ნაკვეთის მითვისებაზეა ირაკლი კერესელიძე დაზარალებულად ცნობილი, ხოლო მამაპაპისეული სახლის მითვისებაზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე რელევანტური საჩივარი შესაბამისს ორგანოებში ჩვენს მიერ უკვე შეტანილია და ცხადია, მყისიერ რეაგირებას და შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომას მოვითხოვთ.

იხილეთ ნასყიდობის ხელშეკრულების ფოტო ასლი.

( გაგრძელება იქნება ) 

გიორგი კორძაძე, ირაკლი მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor