• October

    27

    2025
  • 37
  • 0
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გადაწყვეტს, რომელი უცხოური ჯარები იქნება მისაღები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გადაწყვეტს, რომელი უცხოური ჯარები იქნება მისაღები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გადაწყვეტს, რომელი უცხოური ჯარები იქნება მისაღები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.

„ვაკონტროლებთ ჩვენს უსაფრთხოებას და ასევე ნათლად განვაცხადეთ საერთაშორისო ძალებთან დაკავშირებით, რომ ისრაელი განსაზღვრავს, რომელი ძალებია ჩვენთვის მიუღებელი და ასე ვმოქმედებთ და გავაგრძელებთ მოქმედებას. ეს, რა თქმა უნდა, მისაღებია შეერთებული შტატებისთვისაც, როგორც მისმა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ბოლო დღეებში განაცხადეს“, – განაცხადა მან.

Reuters-ის ინფორმაციით, როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაციამ ღაზის სექტორში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა გამორიცხა. იმ ქვეყნების რიცხვს კი, რომლებმაც მზაფყოფნა გამოთქვეს, ღაზაში საკუთარი სამშვიდობო ჯარები განალაგონ, მიეკუთვნებიან ინდონეზია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ეგვიპტე, კატარი, თურქეთი და აზერბაიჯანი.

გასულ კვირას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგი იქნება, თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ღაზაში რაიმე როლი შეასრულონ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული 20-პუნქტიანი გეგმა ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის მოგვარებას ისახავს მიზნად. შეთანხმების პირველი პუნქტები ცეცხლის შეწყვეტას, მძევლების გაცვლასა და სამშვოდობო მოლაპარაკებებს მოიცავს. მომდევო პუნქტები კი „ჰამასის“ განიარაღებასა და ღაზის სექტორში სამშვიდობო ძალების განთავსებას გულისხმობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor