
კობა კობალაძე ‘’საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირის’’ საანგარიშო-საარჩევნო კრებას დაესწრო
მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ა(ა)იპ ‘’საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირის’’ საანგარიშო-საარჩევნო კრებას დაესწრო, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
დამსწრეთ, ა(ა)იპ ‘’საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირის’’გამგეობის თავმჯდომარემ, გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ წარუდგინა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიში; ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
კრების ფარგლებში, ასევე, აირჩიეს ორგანიზაციის მმართველი ორგანოს_ გამგეობის შემადგენლობა 9 წევრის ოდენობით. თენგიზ შუბლაძემ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დატოვა ა(ა)იპ ‘’საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირის’’ თავმჯდომარის თანამდებოდა, რის გამოც, არჩეულ იქნა ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე, პოლიციის გენერალ-მაიორი, ალექსანდრე მიქაბერიძე.
ინფორმაციისთვის, ა(ა)იპ ‘’საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირი’’ ჩამოყალიბდა 2012 წელს. ორგანიზაციის მიზანია, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა სოციალური და სამართლებრივი მხარდაჭერა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან კოორდინაციით, იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა თანადგომისკენაა მიმართული.





