• October

    27

    2025
  • 51
  • 0
ვიქტორ ორბანი აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს შეცდომად მიიჩნევს

ვიქტორ ორბანი აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს შეცდომად მიიჩნევს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეცდომად მიიჩნევს აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ორბანის თქმით, ის მალე ეწვევა ვაშინგტონს, რათა დონალდ ტრამპთან განიხილოს რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საკითხი.

„ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, როგორ ავაშენოთ მდგრადი სისტემა ჩემი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან უნგრეთი ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე. მათ გარეშე ენერგომატარებლების ფასები ცაში აიწევს, რაც გამოიწვევს ჩვენი მარაგების დეფიციტს“, – აღნიშნა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ წავიდა ტრამპი „ზედმეტად შორს სანქციების დაწესებით და ხომ არ დაუშვა ტრამპმა შეცდომა“, ორბანმა დადებითად უპასუხა. „უნგრული თვალსაზრისით, დიახ. ამიტომ, ჩვენ ვეცდებით, ვიპოვოთ გამოსავალი, განსაკუთრებით უნგრეთისთვის“, – უპასუხა უნგრეთის პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor