• October

    28

    2025
  • 45
  • 0
დიმიტრი პესკოვი – ვისმენთ განცხადებებს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა, თუმცა ბევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, ვისგან და რა შეიძინოს

დიმიტრი პესკოვი – ვისმენთ განცხადებებს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა, თუმცა ბევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, ვისგან და რა შეიძინოს

კრემლში აცხადებენ, რომ, შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთის პარტნიორები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, განაგრძონ თუ არა რუსული ენერგორესურსების შეძენა.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ნებისმიერი ქვეყანა დაინტერესებულია, რომ შეიძინოს ისეთი სტრატეგიული პროდუქტი, როგორიცაა ენერგორესურსები, უმაღლესი ხარისხით და კონკურენტულ ფასად.

„ჩვენ ვისმენთ ვაშინგტონიდან გაკეთებულ, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა. ბევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, ვისგან და რა შეიძინოს, რა შედის მათ ეროვნულ ინტერესებში. ნებისმიერი ქვეყანა დაინტერესებულია, რომ შეიძინოს ისეთი სტრატეგიული საქონელი, როგორიცაა ენერგორესურსები, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის და რაც შეიძლება დაბალ ფასად. ამ თვალსაზრისით, რუსული ენერგორესურსები ძალიან კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე. სწორედ ამიტომ არის ვიქტორ ორბანი დაინტერესებული“, – აღნიშნავს პესკოვი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor