• October

    19

    2023
  • 91
  • 0
სოზარ სუბარი – ფოიერვერკების აკრძალვაზე საუბარი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით ნაკლებად საშიშია ეს, ვიდრე ბომბების წვიმა, რომელსაც ოპოზიცია პერიოდულად ნატრობს

სოზარ სუბარი – ფოიერვერკების აკრძალვაზე საუბარი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით ნაკლებად საშიშია ეს, ვიდრე ბომბების წვიმა, რომელსაც ოპოზიცია პერიოდულად ნატრობს

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიესალმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის ჯარიმების გამკაცრებას ითვალისწინებს.

„ძნელი დასაჯერებელია, რამდენი ადამიანი მომმართავს ხოლმე. ქუჩაში გაივლი, დაგინახავენ პარლამენტის წევრს და გეუბნებიან, რამე გვიშველეთ ამ ხმაურთან დაკავშირებითო. განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში, არა მხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონპროექტს ვიღებთ. რა თქმა უნდა, მარტივი საქმე არ არის ამის აღსრულება, ილუზია ვერ გვექნება, რომ ასპროცენტიანი აღსრულება მოხდება, მაგრამ მოუფრთხილდებიან, განსაკუთრებით რესტორნები, ბარები. ცხადია, ეს შედარებით მარტივი გასაკონტროლებელი და აღმოსაჩენია, ვიდრე სადღაც ვიღაც ფოიერვერკს რომ ისვრის. სტატისტიკაც იმაზე მეტყველებს, რომ აღმოჩენის შემთხვევები მზარდია და უფრო გაიზრდება. ამ კანონპროექტს მივესალმები და მხარს ვუჭერ. ფოიერვერკების აკრძალვაზე ლაპარაკი კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაცილებით ნაკლებად საშიშია ეს, ვიდრე ბომბების წვიმა, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია პერიოდულად ნატრობს. ეს ნახევრად ხუმრობით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონპროექტის პირველი მოსმენით განიხილავენ.

შეგახსენებთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში კანონპროექტი უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ წარადგინა. როგორც მაია ბითაძემ განმარტა, წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრულია პირველ ჯერზე ფიზიკური პირებისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სანქციის დადგენა 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 1 500 ლარის ოდენობით. ყოველი შემდგომი სამართალდარღვევა განსაზღვრული იქნება ფიზიკური პირებისთვის 150 ლარის ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 5 000 ლარის ოდენობით. მესამე შემთხვევაში იქნება 1 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის, 10 000 იურიდიული პირებისთვის. წარმოდგენილი კანონპროექტით, იურიდიულ პირებს გაუთანაბრდებიან ინდივიდუალური მეწარმეები.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor