• October

    30

    2025
  • 41
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი – ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება, გაცილებით მკაცრი კანონებიც არის

მიხეილ ყაველაშვილი – ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ, ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება, გაცილებით მკაცრი კანონებიც არის

ჩვენ მივისწრაფვით, რომ შევქმნათ იდეალური სახელმწიფო. აუცილებელია, რომ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი კანონობდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„დამისახელონ ერთი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ანალოგიური ქმედებისთვის არ იქნება დასჯილი მოქალაქე, რა ქმედებებსაც სჩადიან ესენი, როცა ათეულობით ადამიანს შეუძლია ცენტრალური გამზირი გადაკეტოს“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სხვა ქვეყნებში მსგავს ქმედებაზე გაცილებით მკაცრი კანონები მოქმედებს.

„ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს ქმედებას, სადაც ცენტრალურ გამზირს ამ რაოდენობის ადამიანები  ყოველდღიურ რეჟიმში  კეტავდნენ და მასზე არ იყოს რეაგირება იმ სახელმწიფოსი, გაცილებით მკაცრი კანონებიც არის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ქუჩის გადაკეტვით გარე ძალებისგან დაფინანსებულები პროტესტის ფონს ქმნიან.

„ფონს ქმნიან, რომ პროტესტი არის საქართველოში. აი, ხომ ხედავთ 325-ე დღე, ხალხმა ისევ გადაკეტა გამზირი, წარმოიდგინეთ ევროპელი მოქალაქე რომ უსმენს, ცენტრალური გამზირი იკეტება, ე.ი. მართლა პროტესტია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor