
,,GEO NEWS”-ის დამფუძნებელი ქეთი ხომერიკი გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მიმართავს
„GEO NEWS“ -ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი ქეთი ხომერიკი ოფიციალური წერილით მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს და თხოვს დროულად და სრულად გამოიძიოს მისი მეუღლის, ირაკლი კერესელიძის კუთვნილი სამკვიდრო ქონების მითვისების ფაქტი.
ქეთი ხომერიკის განცხადებით, აღნიშნული ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ირაკლი კერესელიძის მამას – გივი კერესელიძეს, უკანონოდ მიითვისა ნატო კერესელიძემ.
ჟურნალისტი მოუწოდებს გენერალურ პროკურორს, უზრუნველყოს, რომ სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ, რომელიც ამ საქმეს იძიებს, ეფექტურად და ოპერატიულად იმოქმედოს და არ დაუშვას საქმის გაჭიანურება, რაც სახეზეა !
გიორგი კორძაძე
,,GEO NEWS”





