
გია ვოლსკი : ,,პოზიტიურ ტენდენციებს საქართველოში შეუქცევადი ხასიათი აქვს”
საქართველოს პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრის ინტერპელაციის წესით მოხსენების დღეს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ესაუბრა ჟურნალისტებს და უპასუხა მათ კითხვებს.
„GEO NEWS“- მა შემდეგი კითხვა დასვა :
-ბატონო გია, თვლით თუ არა, რომ საქართველოში პროცესები მიდის სტაბილურობისკენ და რამდენად მყარად დგას დღეს ჩვენი ქვეყანა სუვერენიტეტის გზაზე ?
ბატონი გიას პასუხი შემდეგი გახლდათ :
,,მე არ ვთვლი, რომ დღეს სიტუაცია სტაბილურია, ასე არ მიმაჩნია, მაგრამ არაერთი საერთაშორისო კვლევა და რეიტინგი შემიძლია მოგიყვანოთ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ის ტენდენციები, რომლებიც შეიქმნა ,,ქართული ოცნების” პირობებში არის დამაიმედებელი და საბოლოო ჯამში, საკუთარი მაჩვენებლებით და დონით საქართველო უსწრებს კონკურენტებს და პოზიტიურ ტენდენციებს შეუქცევადი ხასიათი აქვს. ეს გვაფიქრებინებს, რომ საზოგადოებას უნდა ემსახურებოდე და არა იმწუთიერ იმპულსებს.
სამწუხაროთ ფაქტია, რომ ჩვენი სტაბილურობა აღელვებთ და საფრთხეები რჩება. საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებიც ვიხილეთ და ასევე, ევროპის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს ადამიანებს რევოლუციისკენ, თუმცა ჩვენ ჩვენი პროგრესით, არათუ ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, არამედ მომქმედ წევრ ქვეყნებსაც ვუსწრებთ”.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





